ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წყალმანკი
უკან
დაავადების აღწერა
წყალმანკი არის სათესლის გარშემო განვითარებული სითხით სავსე ბუშტი, რომელიც იწვევს სათესლე პარკის შესიებსა. წყალმანკი ხშირი ახალშობილებში და ხშირად თავისით ქრება პირველი წლის განმავლობაში. უფროს ბიჭებს და მამაკაცებს შეიძება განუვითარდეთ წყალმანკი ანთების ან სათესლე პარკის ტრავმის გამო.

წყალმანკი ძირითადად უმტკივნეულოა და უვნებელია და არ საჭიროებს მკურნალობას. თუ თქვენ გაქვთ სათესლე პარკის შესიება, მიმართეთ ექიმს რათა გამოირიცხოს სხვა მიზეზები.
გამომწვევი მიზეზი
პატარა ბიჭები

წყალმანკი შეიძლება დაბადებამდე განვითარდეს. ნორმაში, სათესლეები ჩამოდის ბავშვის მუცლის ღრუდან სათესლე პარკში. თითოეული სათესლე მდებარეობს ბუშტში და შემოსაზღვრულია სითხით.

ნორმაში, თითოეული ბუშტი იხურება და სითხე გაიწოვება, თუმცა სითხე შეიძლება ბუშტის დახურვის შემდეგაც დარჩეს (დაუკავშირებელი წყალმანკი). ეს სითხე ჩვეულებრივ პირველი წლის განმავლობაში გაიწოვება.

ხანდახან, ბუშტი რჩება ღია (დაკავშირებული წყალმანკი). ბუშტის იცვლება ზომაში და სათესლე პარკის დაპატარების შემთხვევაში სითხე შეიძლება გადავიდეს უკან მუცელში. დაკავშირებული წყალმანკი ხშირად დაკავშირებულია საზარდულის თიაქართან.

უფროსი მამაკაცი

ჰიდროცელე შეიძლება განვითარდეს სათესლე პარკის ტრავმის ან ანთების შედეგად. ანთება შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ სათესლეში ან სათესლის უკან არსებულ პატარა, დახვეულ მილში (ეპიდიდიმიტი).
სიმპტომები
უმეტეს შემთხვევაში ჰწყალმანკის ერთადერთი გამოხატულება ერთი ან ორივე სათესლის უმტკივნეულობა შესიებაა.

წყალმანკიან ზრდასრულ მამაკაცებს შეიძლება შესიებული სათესლე პარკის სიმძიმის გამო დისკომფორტი შეექმნათ. ტკივილი იზრდება ანთების ზომასთან ერთად. ხანდახან, შესიებული ადგილი შეიძლება დილით უფრო პატარა იყოს, ვიდრე დღის ბოლოს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ სათესლე პარკის შესიება. მნიშვნელოვანია შესიების სხვა მიზეზების გამორიცხვა. მაგალითად, წყალმანკი შეიძლება დაკავშირებული იყოს მუცლის კედელში სუსტ წერთილთან, რომელიც იწვევს ნაწლავის ნაწილის გამოსვლას სათესლე პარკში (საზარდულის თიაქარი).

ბავშვის წყალმანკი უმეტესად თავისით ქრება, თუმცა თუ იგი არ გაქრება ერთი წლის განმავლობაში ან თუ იგი ზომაში გაიზრდება, მიმართეთ ექიმს ხელახალი გამოკვლევისთვის.

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ თქვენ ან თქვენს შვილს განგივითარდათ მწვავე, უეცარი ტკივილი სათესლე პარკში და შესიება სათესლე პარკის ტრავმიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება ბევრ პათოლოგიაზე მიუთითებდეს, მათ შორის სისხლის მიწოდების შეწყვეტაზე (სათესლის შემოგრეხა). სათესლის შემოგრეხის დროს სათესლის გადასარჩენად აუცილებელია მკურნალობის პირველ რამდენიმე საათში ჩატარება.
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა