ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია
უკან
დაავადების აღწერა
ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია მრავალფეროვანი თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც ახალშობილის ტერფის პოზიცია და ფორმა არის შეცვლილი. ამ დეფექტის დროს, ქსოვილები, რომლებიც აერთებენ კუნთებს ძვლებთან(მყესები), არიან უფრო მოკლე, ვიდრე ნორმაში. დეფორმაციის დროს, ხშირად, ტერფი კოჭთან მიმართებაში მახვილი კუთხით მდებარეობს. ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია ხშირი დეფექტია, რომელიც როგორც წესი იზოლირებულ ფორმებში გვხვდება.

ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია შესაძლაო იყოს მსუბუქიც და მძიმეც. პაციენტების ნახევარს დეფექტი ორივე ტერფზე აღენიშნება. თუ თქვენს შვილს აღენიშნება მსგავსი დეფექტი, მას გაურთულდება ნორმალურად სიარული, ამიტომ ექიმები სწორად მიიჩნევენ სასწრაფო მკურნალობას.

ექიმები, უმეტეს შემთხვევაში დეფექტს წარმატებულად მკრუნალობენ, თუმცა ბავშვებს ზოგჯერ შემდგომი კვლევა და დაკვირვება სჭირდებათ.
გამომწვევი მიზეზი
დეფორმაციის მიზეზი უცნობია(იდიოპათიური). თუმცა მეცნიერებმა იციან, რომ დეფექტი არ არის გამოწვეული ნაყოფის პოზიციით დედის მუცელში. ზოგიერთ შემთხვევაში, დეფორმაცია უკავშირდება საყრდენმამოძრავებელი სისტემის სხვა თანდაყოლილ დაავადებებს, როგირიცაა სპინა ბიფიდა, სერიოზული მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც ზურგის ტვინის გარშემო არსებული ქსოვილის ჩამოყლიბება ნაყოფში სათანადოდ არ ხდება.

გარემო ფაქტორები მონაწილეობას იღებენ დეფორმირებული ტერფის ჩამოყალიბებაში. კვლევებმა ნათლად აჩვენს, რომ დეფექტი უკავშირდება სიგარეტის მოწევას ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი დაავადება წინა თაობებშიც აღინიშნება.
სიმპტომები
თუ თქვენ შვილს აღენიშნება ტერფის თანდაყოლილი დეფორმაცია, სიმპტომები შეიძლება იყოს:
  • ტერფის ზედა ნაწილი ძირითადად არის მოხრილი ქვემოთ და შიგნით, რაც ზრდის ფეხის გულის რკალს და ხრის ქუსლს შიდა მხარეს.
  • მძიმე ფორმებში ტერფი ისე გამოიყურება, თითოს იგი უკუღმა დევს
  • წვივის კუნთები დაზიანებული ქვედა კიდურში ძირითადად განუვითარებელია
  • დაზიანებული ტერფი შესაძლოა იყოს დაახლოებით ერთი სანტიმეტრით მოკლე, ვიდრე მეორე ტერფი
  • მიუხედავად გარეგნობისა, დეფორმაცაი არ იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს

როდის მივმართოთ ექიმს

ექიმი დიდი ალბათობით პრობლემას დაბადებისთანავე შეამჩნევს და ოპტიმალურ მკურნალობას დანიშნავს
02
06.2020
"ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულმა სამედიცინო ცენტრმა 1 ივნისი კლინიკაში მყოფ პატარებს მიულოცა
მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღე კლინიკაში დაბადებული ახალშობილების მშობლებსაც მიულოცა და პატარებისთვის განკუთვნილი საჩუქრებიც გადასცა.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა