ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სიახლეები

29
06.2018
საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში
2018 წლის 23-24 ივნისს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო "იოტა"-ში ჩატარდა საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილებო მიიღო შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ექიმების გუნდმა. გუნდის კაპიტაკი გახლდათ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმი თამაზ აბესაძე.
02
02.2018
დასავლეთ საქართველოში პირველად იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა
22იანვარს ,,ჯეო ჰოსპიტალ”-ის სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჩატარებული წარმატებული ოპერაციული ჩარევით ადგილობრივი მედია დაინტერესდა. ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“-ს მიერ მომზადდა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სპეციალური რეპორტაჟი.
24
01.2018
წარმატებული ოპერაცია სამტრედიის სამედიცინო ცენტრში
22 იანვარს სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში დასავლეთ საქართველოში პირველად იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა. ჩატარდა მხრის სახსრის ენდოპროტეზირება. ოპერაციას უძღვებოდა ტრავმატოლოგი გიორგი ფუტკარაძე და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის უმცროსი ექიმი ლევან ჩოგოვაძე, ანესთეზიოლოგი კობა ქაჯაია და მედდები ლია შენგელია და რიმა წულაია. განხორციელდა მარჯვენა მხრის სახსრის ერთპოლუსიანი ენდოპროტეზირება. ოპერაცია ჩაუტარდა 74 წლის მამაკაცს, რომელმაც მიიღო საყოფაცხოვრებო ტრავმა. დიაგნოზი მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა შეცილებით, პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია. მადლობას მოვახსენებთ სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო გუნდს!
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა