ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სიახლეები

16
06.2016
ლაბორატორიული კონტროლი
2016 წელს, ჩატარდა პირველი ეტაპი ლაბორატორიული კონტროლის, რომელიც ჯეო ჰოსპიტალსისთვის წარმატებით დასრულდა. ჩვენი ქსელის ლაბორატორიებში უკვე მეორე წელია სისტემატიურად ხორციელდება შიდა ხარისხის კონტროლი, რომელიც გარკვეულწილად შესრულებული ანალიზების სიზუსტის მაჩვენებელია
06
06.2016
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-მა დაიმსახურა საპატიო წოდება ,,მედიცინის სიამაყე“
ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ 2016 წლის 27 მაისს ჩატარებული საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე კომპანიების ფინანსურ-ეკონომიკური რეიტინგების საბოლოო შედეგებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულადი და სხვა სავალდებულო გადასახადების საფუძველზე ჩატარებულ, სტატისტიკური რანჟირების შედეგების თანახმად, შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს"-მა დაიმსახურა იმყოფებოდეს: 1-ელ ადგილზე, რეიტინგი-ოქრო, საქართველოს საწარმოთა შორის კრიტერიუმი ,,ბრუნვა“.
03
06.2016
შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს''-ის ქსელს ახალი, ,,ვანის სამედიცინო ცენტრი'' შეემატა.
2016 წლის 2 ივნისს, ვანის საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო ცენტრში როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას პაციენტები უკვე ერთი თვეა იღებენ, ოფიციალური გახსნა კი 2 ივნისს, 14:00 საათზე შედგა. „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და ,,ჯეო ჰოსპიტალსის'' მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, ვანის საავადმყოფოში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა საწოლფონდი და კლინიკა აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.
13
05.2016
12 მაისი-ექთნების საერთაშორისო დღე
12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი 1974 წლიდან აღინიშნება. 12 მაისს სასტუმრო ,,ჰუალინგ''-ში გაიმართა ექთნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ექთნების ასოციაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.
01
04.2016
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2016 წლის 1 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“–ს შორის.
24
03.2016
ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება, 1882 წლიდან, როდესაც რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის გლობალური მიზანია დაავადების დროული გამოვლენა, მკურნალობა და განკურნების ხელშეწყობა.
22
01.2016
შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკათა ქსელი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შესახებ
გრიპის შემთხვევების სიხშირისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობის გაზრდის გამო, შპს „ჯეო ჰოსპიტალს’’-ის კლინიკათა ქსელი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შესახებ.
11
01.2016
სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ჩატარდა იშვიათი სახის ოპერაცია
სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში იშვიათი ოპერაციული ჩარევა განხორციელდა. ჩატარდა სანაღვლე გზების რეკონსტრუქცია, ღვიძლის სადინრის ავთვისებიანი სიმსივნის გამო. ოპერაციას უძღვებოდა ზოგადი ქირურგი- ირაკლი ლაღიძე და სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმები- ასლან ბახტაძე, ნოდარ ფახურიძე და მედდა ლია შენგელია.
12
06.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ ჯანდარაში
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა