ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ნეიტროპენია
უკან
სიმპტომის აღწერა

ნეიტროპენია არის სისხლში ნეიტროფილების პათოლოგიურად დაბალი შემცვლელობა. ნეიტროფილები სისხლის თეთრი უჯრედების ერთერთი სახეობაა, რომელიც გვეხმარება ვებრძოლოთ ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციებს.

ნეიტროპენიის განმარტების ზღვარი მცირედ განსხვავებულია მედიცინის სხვადასხვა დარგებში. ზოგადად, ზრდასრულებში ნეიტროპენია განმარტებულია, როგორც 1700 ან ნაკლები ნეიტროფილის არსებობა სისხლის ერთ მიკროლიტრში. ბავშვებში ეს რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

რაც უფრო დაბალი აქვს ნეიტროფილების შემცვლელობა ადამიანს, მით უფრო დიდი აქვს მას რისკი ინფექციური დაავადების. თუ ადამიანს აქვს მწვავე ნეიტროპენია (500-ზე ნაკლები ნეიტროფილი ერთ მიკროლიტრ სისხლში), ნორმაში მის პირში და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ ბაქტერიები გამოიწვევენ ინფექციას.

გამომწვევი მიზეზი

ნეიტროპენია შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • კიბო ან რაიმე სხვა დაავადება რაც აზიანებს ძვლის თვინს
  • თანდაყოლილი დაავადებები, რომლებსაც ახასიათებთ ძვლის ტვინის სუსტი ფუნქციონირება
  • *ვირუსული ინფექციები, რომლებიც ხელს უშლიან ძვლის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • * აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც ანადგურებენ ნეიტროფილებს ან ძვლის ტვინის უჯრედებს
  • * ინფექციები,რომლის დროსაც ჭარბად გამოიყენება ნეიტროფილები და ვერ ხერხდება მათი რაოდენობის აღდგენა
  • *წამლები, რომლებიც ანადგურებენ ნეიტროფილებს ან აზიანებენ ძვლის ტვინს.

აგრეთვე შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. *ალკოჰოლიზმი ან ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენება
  2. აპლასტიური ანემია
  3. ქიმიოთერაპია
  4. *ქრონიკული იდიოპათიური ნეიტროპენია ზრდასრულებში
  5. *წამლები, მაგ. ანტიბიოტიკები და შარდმდენები
  6. A ჰეპატიტი
  7. B ჰეპატიტი
  8. C ჰეპატიტი
  9. აივ/შიდსი
  10. ჰიპერსპლენიზმი, სისხლის უჯრედების ჭარბი განადგურება ელენთის მიერ
  11. * ჰიპერთიროიდიზმი (ზეაქტიური ფარისებრი ჯირკვალი)
  12. კოსტმანის სინდრომი, თანდაყოლილი დაავადება რომლის დროსაც ცოტა რაოდენობით ნეიტროფილი წარმოიქმნება
  13. ლეიკემია
  14. მგლურა
  15. ლაიმის დაავადება
  16. მალარია
  17. მიელო დისპლასტიური სინდრომები
  18. მიელოფიბროზი
  19. მიელოკათექსისი, თანდაყოლილი დაავადება რომლის დროსაც ნეიტროფილები ვერ გადადიან სისხლის მიმოქცევაში
  20. სხვა ავტოიუმუნური დაავადებები
  21. სხვა თანდაყოლილი დაავადებები
  22. სხვა ინფექციები
  23. სხვა პარაზიტული პათოლოგიები
  24. სხივური თერაპია
  25. რეუმატოიდული ართრიტი
  26. სალმონელას ინფექცია
  27. სეფსისი
  28. სინდრომთან ასოცირებული ნეიტროპენია
  29. ვიტამინების ნაკლებობა
როდის მივმართოთ ექიმს

ნეიტროპენიის აღმოჩენა იშვიათადაა გასაკვირი ან შემთხვევითი. მისი აღმოჩენა ძირითადად ხდება სისხლის თეთრი უჯრედების ანალიზის შედეგად, რომელიც ექიმმა დანიშნა უკვე არსებული მდგომარეობის დიაგნოზირებისთვის. ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ გაესაუბრეთ ექიმს. ნეიტროპენიის არსებობა და სხვა ანალიზების პასუხები შეიძლება საკმარისი იყოს დიაგნოზის დასასმელად, ან ექიმმა შეიძლება დამატებითი ანალიზები დანიშნოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ნეიტროპენიის დროს გაზრდილია რისკი ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების, მიიღეთ ზომები, რათა აარიდოთ თავი ამ ორგანიზმებს. ატარეთ პირბადე, აარიდეთ თავი გაციებულ ადამიანებს და ხელები გულმოდგინედ და რეგულარულად დაიბანეთ.

08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა