ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წონის უმიზეზოდ (აუხსნელი) დაკლება
უკან
სიმპტომის აღწერა
უმიზეზო წონაში კლება, ანუ წონაში კლება მცდელობის გარეშე, განსაკუთრებით თუ იგი ხანგრძლივი და თვალშისაცემია, შეიძლება იყოს ფარულად მიმდინარე დაავადების ნიშანი.

ზღვარი, რომლის მერეც უმიზეზო წონაში კლება სამედიცინო პრობლემა ხდება არ არის დაზუსტებული. ბევრი ექიმი თანხმდება, რომ სამედიცინო გამოკვლევა საჭიროა, თუ ადამიანი დაკარგავს მისი წონის 5% ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში, განსაკუთრებით თუ იგი ასაკშია შესული. მაგალითისთვის, თუ ადამიანი იწონის 72 კილოგრამს, 5% წონაში კლება მის შემთხვევაში არის 3.6 კილოგრამი. თუ ადამიანი იწონის 90 კილოგრამს, მაშინ 5% წონაში კლება იქნება 4.5 კილოგრამი.

წონა დამოკიდებულია კალორიების მიღებაზე, აქტივობის დონეზე, ზოგად ჯანმრთელობაზე, ასაკზე, საკვების შეწოვაზე და ეკონომიკურ-სოციალურ ფაქტორებზე.
გამომწვევი მიზეზი
უმიზეზო წონაში კლებას ბევრი სამედიცინო და არა-სამედიცინო მიზეზი აქვს. ხშირად, რამდენიმე მიზეზის კომბინაცია იწვევს ჯანმრთელობის დაქვეითებას და მასთან დაკავშირებულ წონაში კლებას. ხანდახან კონკრეტული მიზეზის პოვნა ვერ ხერხდება.

ჩვეულებრივ, არადიაგნორებულ კიბოს წონაში კლებასთან ერთად სხვა სიმპტომები და ლაბორატორიულ ანალიზებში ცვლილებები ექნება.

წონაში უმიზეზო კლების შესაძლო გამომწვევებია:

  • ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის ნაკლოვანება)
  • სიმსივნე
  • ცელიაკია
  • ცვლილებები დიეტაში ან მადაში
  • ცვლილებები სუნის შეგრძნებაში
  • ცვლილებები გემოს შეგრძნებაში
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • კრონის დაავადება
  • დემენცია
  • სტომატოლოგიური პრობლემები
  • დეპრესია
  • დიაბეტი
  • გულის უკმარისობა
  • აივ/შიდსი
  • ჰიპერკალცემია
  • ჰიპერთიროიდიზმი (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი)
  • ჰიპოთიროიდიზმი (ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი)
  • მედიკამენტები
  • პარკინსონის დაავადება
  • პეპტიური წყლული
  • დამოკიდებულება (ალკოჰოლი, კოკაინი...)
  • ტუბერკულოზი
  • წყლულოვანი კოლიტი
როდის მივმართოთ ექიმს
თუ იკლებთ წონაში მცდელობის გარეშე და არ იცით რატომ, განსაკუთრებით თუ თქვენი წონის 5% დაიკელით უკანასკნელ 6-12 თვეში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ გამხდარი, ხანში შესული ადამიანი ხართ, გაესაუბრეთ ექიმს ნაკლები წონის დაკლების შემთხვევაშიც კი.

თქვენი ექიმი თქვენთან ერთად ეცდება გაარკვიოს წონაში კლების მიზეზი. პირველი ნაბიჯი იქნება ავადმყოფობის ისტორიის გულმოდგინე შედგენა, ფიზიკალური გამოკვლევა და ბაზისური ლაბორატიული კვლევების ჩატარება. მთელი სხეულის სკანირება ფარული სიმსივნეების პოვნის მიზნით არ არის მიზანშეწონილი თუ არ გვაქვს სხვა სიმპტომები, რომლებიც ამ მიმართულებით მიგვითითებენ.

ხანდახან, თუ ბაზისური გამოკვლევის შედეგად მიზეზი არ გამოვლინდა, რამდენიმე თვის განმავლობაში დაკვირვება მიზანშეწონილი ნაბიჯია. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სპეციალური დიეტა წონაში კლების შესაჩერებლად ან დაკარგული წონის აღსადგენად.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა