ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
შარდი უსიამოვნო სუნით
უკან
სიმპტომის აღწერა

შარდის უსიამოვნო სუნი შეიგრძნობა შარდის ორგანიზმიდან გამოსვლის მომენტში. ნორმაში შარდის სუნი სუსტია და ნაკლებად შეიგრძნობა. ხანდახან, შარდის სუნი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს მოტკბო ან მომჟავო. ეს რაიმე პათოლოგიაზე ან პრობლემაზე აღძრავს ეჭვს.

გამომწვევი მიზეზი

შარდის სუნი დამოკიდებულია თირკმლის მიერ მრავალი ნივთიერებების გამოყოფის სიდიდესა და კონცერნტრაციაზე. ნორმაში შარდი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, თითქმის უსუნოა. თუ შარდი მაღალკონცენტრირებული ხდება, ანუ შეიცავს დიდი რაოდენობით გამოყოფილ პროდუქტებს და ცოტა წყალს, შარდმა შეიძლება ძლიერი ამიაკის სუნი მიიღოს.

ბევრ საჭმელს და მედიკამენტს, მაგალითად სატაცურს ან ზოგიერთ ვიტამინს, შეუძლია შეცვალოს შარდის სუნი. ხანდახან, განსხვავებული შარდის სუნი შეიძლება მიანიშნებდეს შემდეგ სამედიცინო მდგომარეობასა თუ დაავადებაზე:

  1. შარდის ბუშტის ინფექცია
  2. ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)
  3. გაუწყლოება
  4. დიაბეტური კეტოაციდოზი (სისხლში მჟავა ნაერთების, კეტონების მაღალი კონცენტრაცია)
  5. გასტროინტესტინურ-შარდის ბუშტის ფისტულა (პათოლოგიური კავშირი ნაწლავებსა და შარდის ბუშტს შორის)
  6. ნეკერჩხლის სიროფის სინდრომი (იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც გართულებულია ზოგიერთი ამინომჟავას დაშლა)
  7. მეტაბოლური დარღვევა (დარღვევა საკვების ენერგიაში გარდაქმინის პროცესში)
  8. მეორე ტიპის დიაბეტი (გაუკონტროლებელი)
  9. საშარდე გზების ინფექცია
როდის მივმართოთ ექიმს

შარდის სუნის ცვლილებები უმეტესად დროებითია და არ მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე. თუმცა ხანდახან უჩვეული სუნის შარდი შეიძლება დაკავშირებული იყოს ფარულად მიმდინარე დაავადებასთან. თუ შეწუხებული ხართ სუნიანი შარდით, გაესაუბრეთ ექიმს.

08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა