ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ტკივილი მუცლის არეში
უკან
სიმპტომის აღწერა

მუცლის ტკივილმა დროდადრო მებისმიერი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს. მუცლის ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი. ტკივილი შეიძლება დროდადრო გაქრეს ან გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში.ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე და ხანმოკლე ან ქრონიკული (რამდენიმე კვირა ან თვე).

თუ თქვენი ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ ხელს გიშლით მოძრაობაში ან ვერ პოულობთ კომფორტულ პოზიციას, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ასევე, აუცილებლად ითხოვეთ დახმარება თუ ტკივილი ასოცირებულია სხვა სიმპტომებთან, როგორიცაა სიცხე, სისხლიანი ფაღარათი ან მწვავე ტკივილი მუცლის არეში..

გამომწვევი მიზეზი

მუცლის ტკივილს ბევრი შესაძლო გამომწვევი მიზეზი აქვს. ზოგიერთი საკმაოდ სერიოზულია, ზოგიერთი კი– გაზები ნაწლავში, კუნთის დაჭიმვა და ა.შ არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ხშირად, მუცლის ტკივილის ლოკალიზაციის აღწერა მიზეზის დადგენას საკმაოდ აადვილებს, თუმცა ზოგჯერ ტკივილი უჩვეულო გავრცელებისაა და ეს პროცესი რთულდება. მიუხედავად ამისა, მუცლის ტკივილის მიზეზების სწორი დიაგნოსტირება ყოველთვის მოითხოვს ადგილმდებარეობის შეფასებას.

ჩამოთვლილი დაავადებები ძირითადად მუცლის გენერალიზებულ ტკივილს იწვევენ, ანუ ტკივილს, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული ადგილმდებარეობა:

  1. აპენდიციტი
  2. კრონის დაავადება
  3. დიაბეტური კეტოაციდოზი (კეტონმჟავების მაღალი დონე სისხლში)
  4. დივერტიკულიტი
  5. დაზიანება
  6. ნაწლავების ობსტრუქცია
  7. ნაწლავების ინვაგინაცია (ნაწლავის ერთი ნაწილის ჩაჭედვა მეორეში)
  8. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  9. ტყვიით მოწამვლა
  10. მეზენტერული ლიმფადენიტი (მუცლის ღრუს ორგანოების ამომფენ შრეში მდებარე ლიმფური კვანძების შეშუპება)
  11. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  12. მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (ქალთა რეპროდუქციული ორგანოების იინფექცია)
  13. პერიტონიტი (მუცლის ღრუს ორგანოების ამომფენი შრის ინფექცია)
  14. ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია
  15. დაჭიმული მუცლის კუნთი
  16. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  17. წყლულოვანი კოლიტი
  18. ურემია (ცხოველქმედების პროდუქტების დაგროვება სხეულში)
  19. საშარდე გზების ინფექცია
  20. ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის ან ნაწლავების ანთება)

ჩამოთვლილი დაავადებები ხშირად იწვევენ ტკივილს ქვედა მუცლის არეში, ზოგჯერ აღწერენ როგორც მენჯის ღრუს ტკივილს:

  1. აპენდიციტი
  2. ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება)
  3. დივერტიკულიტი
  4. საშვილოსნოს ყელის პრობლემები (ინფექცია, წანაზარდები)
  5. ენდომეტრიოზი
  6. ნაწლავების ობსტრუქცია
  7. მიტელშმერცი–ოვულაციასთან ასოცირებული ტკივილი ქალებში
  8. საკვერცხის კისტები
  9. მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (ქალთა რეპროდუქციული ორგანოების იინფექცია)
  10. სალპინგიტი (ფალოპის მილაკების ანთება)

ჩამოთვლილი დაავადებები უმეტესად იწვევენ ტკივილს ზედა მუცლის არეში:

  1. სტენოკარდია (ნაკლები სისხლი მიეწოდება გულს)
  2. აპენდიციტი
  3. ქოლანგიტი (ნაღვლის ბუშტის სადინრის ანთება)
  4. ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება)
  5. დუოდენიტი (თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება)
  6. ჰეპატიტი
  7. გასტროეზოფაგური რეფლუქსი
  8. ინფარქტი
  9. ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  10. ნაწლავების ობსტრუქცია
  11. მეზენტერული იშემია (ნაკლები სისხლი მიეწოდება ნაწლავებს)
  12. არა–ჰოჯკინის ლიმფომა
  13. კუჭის ტკივილი წყლულის გარეშე
  14. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  15. კუჭის წყლული
  16. პერიკარდიტი (გულის გარშემო მდებარე ქსოვილის ანთება)
  17. პლევრიტი (ფილტვის გარშემო მემბრანის ანთება)
  18. პნევმონია (ფილტვების ანთება)
  19. პნევმოთორაქსი (გულმკერდის კედლის შიგნით ჰაერის შესვლის გამო ვითარდება ფილტვის კოლაფსი)
  20. პოლოროსტენოზი (ახალშობილებში)
  21. გულმკერდის აორტის ანევრიზმა

ჩამოთვლილი დაავადებები უმეტესად იწვევენ ტკივილს მუცლის ცენტრალურ ნაწილში

  1. აპენდიციტი
  2. დიაბეტური კეტოაციდოზი (კეტონმჟავების მაღალი დონე სისხლში)
  3. დაზიანება
  4. ნაწლავების ობსტრუქცია
  5. მეზენტერული თრომბოზი (ნაწლავებიდან სისხლის გამტანი ვენების თრომბოზი)
  6. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  7. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  8. ურემია (ცხოველქმედების პროდუქტების დაგროვება სხეულში)

ჩამოთვლილი დაავადებები ტკივილს უმეტესად იწვევენ ქვედა მარცხენა მუცლის არეში:

  1. აპენდიციტი
  2. სიმსივნე
  3. კრონის დაავადება
  4. დივერტიკულიტი
  5. საშვილოსნოს ყელის პრობლემები (ინფექცია, წანაზარდები)
  6. ენდომეტრიოზი
  7. საზარდულის თიაქარი
  8. დაზიანება
  9. ნაწლავების ობსტრუქცია
  10. თირკმლის ინფექცია
  11. კენჭები თირკმელში
  12. მიტელშმერცი–ოვულაციასთან ასოცირებული ტკივილი ქალებში
  13. საკვერცხის კისტები
  14. სპერმის ვეზიკულების ანთება
  15. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  16. ნაწლავის ვერტიკალური ჩახევა
  17. აბსცესი საკვერცხესა და ფალოპის მილაკზე (ჩირქოვანი ჯიბე ვითარდება ფალოპის მილაკსა და საკვერცხეს შორის)
  18. წყლულოვანი კოლიტი

ჩამოთვლილი დაავადებები ტკივილს უმეტესად იწვევენ ზედა მარცხენა მუცლის არეში:

  1. სტენოკარდია (ნაკლები სისხლი მიეწოდება გულს)
  2. სიმსივნე
  3. დივერტიკულიტი
  4. ემპიემა (ფილტვის გარეთა ამომფენი შრის ინფექცია)
  5. გადიდებული ელენთა
  6. განავლის გამაგრება
  7. გასტრიტი (კუჭის ამომფენი შრის ანთება)
  8. ინფარქტი
  9. დიაფრაგმის თიაქარი
  10. დაზიანება
  11. თირკმლის ინფექცია
  12. კენჭები თირკმელში
  13. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  14. პნევმონია (ფილტვების ანთება)
  15. ფილტვის ინფარქტი (ნაკლები სისხლი მიეწოდება ფილტვს)
  16. პილოროსტენოზი (ახალშობილებში)
  17. გამსკდარი ელენთა
  18. სირსველი
  19. ელენთის ინფექცია
  20. ელენთის აბსცესი (ჩირქოვანი ჯიბე ელენთაში)
  21. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  22. ნაწლავის ვერტიკალური ჩახევა

ჩამოთვლილი დაავადებები ტკივილს უმეტესად იწვევენ ქვედა მარჯვენა მუცლის არეში:

  1. აპენდიციტი
  2. სიმსივნე
  3. ქოლეცისტიტი (ნაღვლის ბუშტის ანთება)
  4. დივერტიკულიტი
  5. საშვილოსნოს ყელის პრობლემები (ინფექცია, წანაზარდები)
  6. ენდომეტრიოზი
  7. საზარდულის თიაქარი
  8. დაზიანება
  9. ნაწლავების ობსტრუქცია
  10. თირკმლის ინფექცია
  11. კენჭები თირკმელში
  12. მიტელშმერცი–ოვულაციასთან ასოცირებული ტკივილი ქალებში
  13. საკვერცხის კისტები
  14. სალპინგიტი (ფალოპის მილაკების ანთება)
  15. სპერმის ვეზიკულების ანთება
  16. გულმკერდის აორტის ანევრიზმა
  17. აბსცესი საკვერცხესა და ფალოპის მილაკზე (ჩირქოვანი ჯიბე ვითარდება ფალოპის მილაკსა და საკვერცხეს შორის)
  18. ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის ან ნაწლავების ანთება)

ჩამოთვლილი დაავადებები ტკივილს უმეტესად იწვევენ ზედა მარჯვენა მუცლის არეში:

  1. აპენდიციტი
  2. ქოლანგიტი (ნაღვლის ბუშტის სადინრის ანთება)
  3. დივერტიკულიტი
  4. განავლის გამაგრება
  5. ნაღვლის ბუშტის სიმსივნე
  6. ჰეპატიტი
  7. გასტრიტი (კუჭის ამომფენი შრის ანთება)
  8. ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)
  9. დიაფრაგმის თიაქარი
  10. დაზიანება
  11. ნაწლავების ობსტრუქცია
  12. თირკმლის სიმსივნე
  13. თირკმლის ინფექცია
  14. კენჭები თირკმელში
  15. ღვიძლის აბსცესი (ჩირქოვანი ჯიბე ღვიძლში)
  16. ღვიძლის სიმსივნე
  17. ღვიძლის ჰემანგიომა
  18. პანკრეასის სიმსივნე
  19. პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)
  20. კუჭის წყლული
  21. პერიკარდიტი (გულის გარშემო მდებარე ქსოვილის ანთება)
  22. პლევრიტი (ფილტვის გარშემო მემბრანის ანთება)
  23. პნევმონია (ფილტვების ანთება)
  24. ფილტვის ინფარქტი (ნაკლები სისხლი მიეწოდება ფილტვს)
  25. პილოროსტენოზი (ახალშობილებში)
  26. სირსველი
  27. კუჭის სიმსივნე


როდის მივმართოთ ექიმს

აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
აუცილებლად მიიღეთ სამედიცინო დახმარება თუ თქვენი ტკივილი მწვავეა და ახლავს:

  • ტრავმა, დაზიანება
  • წნევის ან ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება
სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, თუ:

  • ტკივილი იმდენად მძიმეა, რომ ვერ ჩერდებით ჯდომით პოზიციაში და იხრებით მის გასაძლებად
  • ტკივილს თან ერთვის სისხლიანი განავალი, ხშირი გულისრევის შეგრძნება და ღებინება, ყვითელი კანი, მწვავე ტკივილი მუცლის შეხებისას, შეშუპება

დაგეგმეთ შეხვედრა ექიმთან
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ ტკივილი გაღიზიანებთ ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტს.

მანამდე კი ეცადეთ შეამციროთ ტკივილი. მაგალითად, მიიღეთ ნაკლები საკვები თუ თქვენი ტკივილი მოუნელებლობას უკავშირდება. მოერიდეთ ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა ასპირინი ან იბუპროფენი, რადგან ისინი კუჭის გაღიზიანებას იწვევენ და შესაძლოა ტკივილი გამწვავდეს.

08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა