ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
ხელის ტკივილი
უკან
სიმპტომის აღწერა

ხელის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად სახსრის დაზიანებები, ნერვების კომპრესია, ა.შ. მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უცაბედად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პრობლემებიდან მოდის. ხელის ტკივილი, განსაკუთრებით მარცხენა ხელზე გადასული ტკივილი, გულის იშემიური ინფარქტის ნიშანიც კი შეიძლება იყოს.

გამომწვევი მიზეზი

ხელის ტკივილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  1. სტენოკარდია (ნაკლები სისხლი მიეწოდება გულს)
  2. მხრის ნერვთა წნულის დაზიანება
  3. ხელის მოტეხილობა
  4. მაჯის მოტეხილობა
  5. ბურსიტი
  6. სიმსივნე, თავდაპირველი ან მეტასტაზი
  7. კარპალ ტუნელის სინდრომი
  8. ყელის სპონდილოზი
  9. დე–კერვენის ტენოსინოვიტი
  10. იდაყვის დისლოკაცია
  11. ფიბრომიალგია
  12. ინფარქტი
  13. დისკის თიაქარი
  14. რეუმატოიდული ართრიტი
  15. მაბრუნებელი კუნთების დაზიანება
  16. დაჭიმვა ან დაძაბვა
  17. ტენდინიტი
  18. იდაყვის დაზიანებები
  19. გულმკერდის გამოსავლის სინდრომი
  20. იდაყვის ნერვის მოყოლა
როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ:

  • ხელის, მხრის ან ზურგის ტკივილი, რომელიც იწყება უცაბედად, არის მწვავე და თან ახლავს დაჭიმვა, დაძაბვა გულმკერდის არეში (შეიძლება იყოს ინფარქტის ნიშანი).
  • ხილული დეფორმაცია ან ღია მოტეხილობა ხელზე ან მაჯაზე, განსაკუთრებით სისხლდენით მიმდინარე.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • ხელის, მხრის ან ზურგის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გადაღლით და ყუჩდება მოსვენებისას – სავარაუდოდ გულსისხლძარღვთა დაავადების მანიშნებელია.
  • სწრაფი დაზიანება, რომელსაც თან ახლავდა გატკაცუნების ხმა.
  • ძლიერი ტკივილი და შეშუპება
  • მოძრაობის შეზღუდვა, მაგალითად თუ ხელს ვერ ამოძრავებთ წრიულად მხრის სახსარში.

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ:

  • ხელის ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.
  • შეწითლება, შეშუპება და ტკივილი.
  • მხრის ნერვთა წნულის დაზიანება, რომელიც არ უმჯობესდება

მკურნალობა სახლის პირობებში:
ზოგიერთი მძიმე დაზიანებაც კი შესაძლოა შემცირდეს საწყის ეტაპზე მაინც სახლის პირობებში. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მოტეხილობა, დაიდეთ ყინული დაზიანების ადგილას და დაიმაგრეთ ხელი ნაჭრის ან ქამრის მეშვეობით, რათა შეზღუდოთ მისი მოძრაობა ექიმთან მისვლამდე.

თუ გაქვთ კომპრესირებული ნერვი ან განმეორებითი დაჭიმვითი დაზიანებები, აუცილებლად ჩაიტარეთ სრული მკურნალობა. მიაქციეთ ყურადღება ხერხემლის გამართვას. ხშირ–ხშირად შეისვენეთ სამსახურში და სხვადასხვა აქტივობების დროს, მაგალითად მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვირსას ან გოლფის თამაშისას.

სხვა ტიპის ხელის ტკივილი ძირითადად თავად გაივლის, განსაკუთრებით თუ გამოიყენებთ ამ ოთხ რჩევას:
  • დაისვენეთ. გადადეთ დღიური აქტივობები.
  • დაიდეთ ყინულის შეკვრა ან გაყინული ბოსტნეულის ან ხილის შეკვრა 15–20 წუთით, სამჯერ დღეში.
  • შეიხვიეთ ხელი. გამოიყენეთ ბანდაჟი შეშუპების შესამცირებლად.
  • აწიეთ დაზიანებული ადგილი მაღლა შეშუპების შესამცირებლად.



08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა