ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
სისხლდენა საშოდან სექსის შემდეგ
უკან
სიმპტომის აღწერა

სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენა ხშირია და შეიძლება მოხდეს როცა არ გაქვთ მენსტრუაცია და არ ელოდებით მას. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინს ჰქვია „საშოდან“ სისხლდენა, რეალურად იგი მოიცავს როგორც საშოდან, ასევე სხვა სასქესო და საშარდე სისტემების ორგანოებიდან სისხლდენას.

სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენა ძირითადად ხდება ახალგაზრდა, პრემენოპაუზურ ქალებში და ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ექიმს უნდა ეწვიოთ. უფრო ასაკიან, პოსტმენოპაუზურ ქალებში სექსის შემდეგ სისხლდენა უფრო იშვიათია და მიზანშეწონილია ექიმთან ვიზიტი სისხლდენის მიზეზის დასადგენად.

გამომწვევი მიზეზი

პრემენოპაუზურ ქალებში, სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენის წყარო ძირითადად საშვილოსნოს ყელია, რომელიც საშვილოსნოს ქვედა, ვიწრო ბოლოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყელი სრულებით ჯანმრთელია, სექსის დროს საკმარისი ხახუნისა და მცირე ტრავმის გამო შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. ყელის ანთების ან სხვა, ძირითადად უვნებელი პათოლოგიის შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა. ხანდახან, საშოდან სისხლდენა სისხლის შემდეგ შეიძლება იყოს სქესობრივად გადამდები დაავადების ნიშანი.

პოსტმენოპაუზურ ქალებში, სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენა შეიძლება დაიწყოს შარდსადენის ხვრელიდან, გარეთა სასირცხო ბაგეებიდან ან ყელიდან.

სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენის შესაძლო მიზეზებია:

  1. საშვლოსნოს ყელის კიბო
  2. საშვილოსნოს ყელის ექტროპიონი, პათოლოგია, როდესაც ყელის შიგნითა გარსი გამოდის ხვრელიდან და ზრდას აგრძელებს ყელის საშოსმხრივ ნაწილში
  3. საშვილოსნის ყელის პოლიპები, არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) გამონაზარდები ყელზე
  4. ცერვიციტი (ყელის ანთება)
  5. ხახუნის სქესობრივი აქტის დროს
  6. გენიტალური წყლულები, რომლებიც გამოწვეული სქესობრივად გადამდები დაავადებებით, მაგ. გენიტალური ჰერპესი ან სიფილისი
  7. არასაკმარისი ლუბრიკაცია ან პრელუდია
  8. აქტის დროს საშვილოსნოს გარსის (ენდომეტრიუმი) დაზიანება, განსაკუთრებით თუ ქალი იღებს ორალურ კონტრაცეპტივს
  9. პერიოდის დასაწყისში ან დამთავრებისას განვითარებული სისხლდენა, რომელიც ნორმას მიეკუთვნება
  10. სქესობრივი ძალადობისგან მიყენებული ტრავმა
  11. საშოს ატროფია
  12. საშოს სიმშრალე
  13. ვაგინიტი

თუ პრემენოპაუზურ ასაკში ხართ და ათასში ერთხელსექსის შემდეგ აღგენიშნებათ სისხლდენა, არ არის საჭირო ნერვიულობა. სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენა შეიძლება მიუთითებდეს ყელის კიბოზე, თუმცა თუ რეგულარულად იკეთებთ პაპ ტესტს, ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით სისხლდენის მიზეზი არასიმსივნურია (კეთილთვისებიანი).

თუ პოსტ-მენოპაუზურ ასაკში ხართ, ნებისმიერი სისხლდენა საშოდან პათოლოგიას მიეკუთვნება და მოითხოვს გამოკვლევას მიზეზის დასადგენად. მენოპაუზის შემდეგ, საშოს ატროფია (ატროფიული ვაგინიტი) და სხვა, საშოს სიმშრალესთან დაკავშირებული მდგომარეობები არიან ძირითადი მიზეზი სექსის შემდეგ საშოდან სისხლდენის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლდენის გამომწვევი არ შეიძლება იყოს სხვა, უფრო სერიოზული პათოლოგია.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ხართ მენოპაუზურ ასაკში და აღგენიშნებათ სექსის შემდეგ სისხლდენის იშვიათი ეპიზოდები, პაპ ტესტზე და სქესობრივი გზით გადამდებები დაავადებების გამოვკლევაზე ნორმალური შედეგების შემთხვევაში არ არის საჭირო ექიმთან გამოკვლებაზე მისვლა. თუ გაწუხებთ საშოდან სისხლდენა, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი. თუ ხართ სქესობრივი დაავადების რისკის ქვეშ ან დაავადებულ პირთან გქონდათ კონტაქტი, ეწვიეთ ექიმს გამოკვლევაზე.

თუ ხართ პოსტმენოპაუზურ ასაკში, საშოდან სისხლდენა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოკვლეული. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რათა დარწმუნდეთ, რომ საშოდან სისხლდენის მიზეზი არ არის რაიმე სერიოზული.

27
03.2020
,,ჯეო ჰოსპიტალს"-ის ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით ტრენინგები ჩატარდა
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკებში, ქსელის ეპიდემიოლოგიური და საექთნო სამსახურების თაოსნობით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის ინტენსიური და უწყვეტი ტრენინგი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა