ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
წარმონაქმნები სარძევე ჯირკვალში
უკან
სიმპტომის აღწერა

წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში წარმოადგენს ჯირკვალშიდა ქსოვილის გროვას. ასეთ გროვებს მასას, წანაზარდს, გასქელებას, შესიებასაც უწოდებენ ხოლმე.

წარმონაქმნები სხვადასხვანაირი ვიზუალური მახასიათებლებითა და შეგრძნებებით გამოიხატება.თუ გაქვთ წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, შესაძლოა შენიშნოთ:

  • გამოხატული გროვა კონკრეტული საზღვრებით
  • შესქელებული არე მკერდზე, რომელიც განსხვავდება გარშემო მდებარე ქსოვილისაგან
  • სხვა ცვლილებები, როგორიცაა შეწითლება, კანის ჩაზნექა, დანაოჭება
  • მკერდის ასიმეტრია–ცალი მკერდი შესამჩნევად აღემატება მეორეს ზომით
  • ცვლილებები ძუძუსთავებზე, მაგალითად ძუძუსთავის ინვერსია (ჩაზნექა მკერდის შიგნით) ან გამონადენი
  • ტკივილი ან მგრძნობელობის მომატება მკერდზე

ზოგჯერ, წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში სიმსივნის ნიშანია. ამიტომ, აუცილებელია ამ სიმპტომის დროული სამედიცინო შეფასება.საბედნიეროდ, წარმონაქმნების უმრავლესობა არასიმსივნური წარმოშობისაა..

გამომწვევი მიზეზი

წარმონაქმნი შესაძლოა გამოწვეული იყოს ამ მიზეზებით:

  1. სიმსივნე
  2. მკერდის კისტები
  3. ფიბროადენომა
  4. ფიბროკისტური ჯირკვალი
  5. ჰამარტომა (არასიმსივნური წარმონაქმნი)
  6. დაზიანება ან ტრავმა
  7. სადინრისშიდა პაპილომა, არასიმსივნური, მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი სარძევე სადინარში
  8. ლიპომა
  9. მასტიტი
  10. სარძევე კისტა (გალაქტოცელე)
როდის მივმართოთ ექიმს

წარმონაქმნის გამოკვლევისათვის მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ:

  • გროვა გაჩნდა ახლახანს, არის უჩვეულო, განსხვავდება გარშემო ქსოვილისაგან ან მეორე მკერდზე არსებული ქსოვილებისაგან
  • გროვა მუდმივად ისინჯება და იზრდება მენსტრუალური ციკლების შემდეგ
  • გროვა იზრდება, მაგრდება და გამოეყოფა გარშემო ქსოვილებს
  • გაქვთ სისხლიანი სპონტანური გამონადენი ძუძუსთავიდან
  • გეცვლებათ კანის ტექსტურა, ახასიათებს შეწითლება, ჩაზნექა, დანაოჭება
  • ძუძუსთავი ინვერსირებულია (ჩაზნექილი მკერდისკენ).განსაკუთრებით, თუ სხვა დროს ასეთი ფორმა არ შეგიმჩნევიათ.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა