ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
იდაყვის ტკივილი
უკან
სიმპტომის აღწერა

იდაყვის ტკივილი ძირითადად არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ჩვენებას, თუმცა საკმაოდ არაკომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. იდაყვი რთული სახსარია, რომლის მეშვეობითაც წინამხრის მოხრა და გაშლა,ასევე ხელის ბრუნვა შეგვიძლია.ჩვენი მოძრაობები ამ მოქმედებების კომბინაციაა, ამიტომ ზოგჯერ რთულია ახსნა კონკრეტულად რომელი მოძრაობა იწვევს ტკივილს.

გამომწვევი მიზეზი

იდაყვის ტკივილი ხშირად ზედმეტი დატვირთვის შედეგია.ზოგიერთი სპორტის სახეობა, ჰობი, სამუშაო მოითხოვს ხელების განმეორებით მოძრაობას, მტევნის მხრის ან წინამხრის დონეზე.იდაყვის ტკივილი შეიძლება ართრიტის ნიშანიც იყოს, თუმცა ზოგადად ეს სახსარი არ არის მიდრეკილი "გაცვეთისაკენ" ისე როგორც სხვა სახსრები.

იდაყვის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

  1. ხელის მოტეხილობა
  2. ბურსიტი
  3. კუბიტალური გვირაბის სინდრომი, როცა იდაყვის ნერვი გაღიზიანებული ან დაზიანებულია
  4. იდაყვის დისლოკაცია
  5. დისლოკაცია
  6. იდაყვის მოტეხილობა
  7. "გოლფის მოთამაშის იდაყვი"
  8. მყესის დაჭიმვა ან გახევა
  9. "ჩამწოდებლის იდაყვის სინდომი"– დაზიანება, რომელიც ბავშვებშია გავრცელებული და ემართებათ სროლისას, მაგალითად კალათბურთი, ბეისბოლი.
  10. იდაყვის მორჩის ბურსიტი–იდაყვის წვერზე არსებული სითხიანი საკნის ანთება
  11. ოსტეოართრიტი
  12. დისექციური ოსტეოქონდრიტი
  13. რეუმატოიდული ართრიტი
  14. სხივური გვირაბის სინდრომი–სხივის ძვალი მოყვება იდაყვის ქვეშ
  15. დაჭიმვა ან დაძაბვა
  16. დატვირთვის მოტეხილობა
  17. ტენდინიტი
  18. იდაყვის დაზიანებები
  19. სროლისას მიღებული დაზიანებები
  20. მოყოლილი ნერვები
როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ:

  • იდაყვის ხილული დეფორმაცია
  • ღია მოტეხილობა ძვლის გამოვარდნა

დაუკავშირდით ექიმს, თუ:

  • გაწუხებთ ძლიერი ტკივილი, შეშუპება, ჩალურჯება იდაყვის სახსარში
  • ვერ ამოძრავებთ ხელს, ვერ შლით და ვერ აბრუნებთ მას

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ:

  • სახლის პირობებში მკურნალობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილმა არ გაიარა
  • გტკივათ იდაყვი მაშინაც, როცა ხელს არ ამოძრავებთ
  • შეწითლება, შეშუპება და ტკივილი.

მკურნალობა სახლის პირობებში:
იდაყვის ტკივილი ხშირად ექვემდებარება სახლის პირობებში მკურნალობას.

  • დაისვენეთ. თავი აარიდეთ მოძრაობებს, რამაც გამოიწვია დაზიანება
  • დაიდეთ ყინულის შეკვრა ან გაყინული ბოსტნეულის ან ხილის შეკვრა 15–20 წუთით, სამჯერ დღეში.
  • შეიხვიეთ ხელი. გამოიყენეთ ბანდაჟი შეშუპების შესამცირებლად.
  • აწიეთ დაზიანებული ადგილი მაღლა შეშუპების შესამცირებლად.
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა