ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
კალიუმის მაღალი შემცველობა სისხლში (ჰიპერკალემია)
უკან
სიმპტომის აღწერა

ჰიპერკალემია სამედიცინო ტერმინია, რომელიც გულისხმობს სისხლში არსებული კალიუმის ნორმალურზე მეტ რაოდენობას. კალიუმი აუცილებელი ნუტრიენტია ნერვების და კუნთების, მათ შორის გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

სისხლში კალიუმის ნორმალური კონცენტრაცია წარმოადგენს 3.6-5.2 მილიმოლს ლიტრზე. 7.0 მმოლ/ლ-ზე მეტი კონცენტრაციის კალიუმი სისხლში შესაძლოა იყოს საშიში და საჭიროებდეს გადაუდებელ მკურნალობას.

გამომწვევი მიზეზი

სისხლში კალიუმის მაღალი დონე ყოველთვის ჰიპერკალემიას არ ნიშნავს. სისხლში კალიუმის მაღალი კონცენტრაციის აღმოჩენა ხანდახან გამოწვეულია სინჯში სისხლის უჯრედების დაშლის გამო, რის შემდეგაც თავისუფლდება კალიუმი. ეს აჩენს ყალბ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ კალიუმის კონცენტრაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში მისი დონე ნორმალურია. ეჭვის მიტანის შემთხვევაში, სისხლის ანალიზი ახლიდან კეთდება

ძირითადად, ჰიპერკალემიის მიზეზები დაკავშირებულია თირკმელთან:

  1. თირკმლის მწვავე უკმარისობა
  2. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა

ჰიპერკალემიის სხვა მიზეზები:

  1. ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა)
  2. ალკოჰოლიზმი ან ნარკოტიკის ხშირი მოხმარება იწვევს რაბდომიოლიზს - კუნთის ბოჭკოების დაშლას რის შედეგადაც სისხლის მიმოქცევაში დიდი რაოდენობით კალიუმი თავისუფლდება
  3. ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები
  4. ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკერები
  5. მძიმე ტრავმის ან დამწვრობის შედეგად განადგურებული ერითროციტები
  6. კალიუმის შემცველი დანამატების ხშირი მიღება
  7. პირველი ტიპის დიაბეტი
როდის მივმართოთ ექიმს

ჰიპერკალემიის აღმოჩენა ძირითადად იმ დროს ხდება, როდესაც ექიმი უკვე არსებული დაავადების დასადგენად სისხლის ანალიზს ითხოვს ან აკვირდება მკურნალობის პროცესს. იშვიათია ჰიპერკალემიის შემთხვევით აღმოჩენა.

მოუყევით ექიმს თქვენი მონაცემების შესახებ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ წამლის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ იგი კალიუმის დონეზე გავლენას ახდენს ან რაიმე სხვა დაავადების მკურნალობის დაწყება, რაც იწვევს ჰიპერკალემიას მოცემულ სიტუაციაში. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება საგანგებო მკურნალობა ან დიალიზი.

თუ თქვენ გაქვთ ჰიპერკალემიის სიმპტომები და თვლით, რომ კალიუმის კონცენტრაცია თქვენს სისხლში შეიძლება იყოს მაღალი, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს. ჰიპერკალემია სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ის იწვევს

  • კუნთის დაღლილობას
  • სისუსტეს
  • პარალიზს
  • გულის არანორმალურ რითმს (არითმიებს)
  • გულის რევის შეგრძნებას
08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა