სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“ კოვიდ კლინიკის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას “ადმინისტრირების ასისტენტის” პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების პროგრამული (soft) ადმინისტრირების ზედამხედველობა;
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო სტუქტურებში წარსადგენი საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ელექტრონული და ქაღალდმატარებელი) მართვაში მონაწილეობის მიღება;
- ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეებთან ან/და მათი ნდობით აღჭურვილი პირებთან კომუნიკაციის სქემის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
უნარები:
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@gh.ge განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.12.2020 წ.
თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
„საგარეჯო - “ადმინისტრირების ასისტენტი” გისურვებთ წარმატებას!