ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ბოლო ვადა:  
16 ივლისი
09 აგვისტო
რაიონი:  
სათაო ოფისი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო გრაფიკი:24 საათიანი მორიგეობა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის   წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
  • მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფ  პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა, ხელმოწერით დადასტურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რეანიმატოლოგიასა და ანესთეზიოლოგიაში .
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  9 აგვისტო,  2019 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება„გურჯაანი - ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი“.

გისურვებთ წარმატებას!

 

 

08
08.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ კონტუათი-საწულუკიძეოში
აქციაში მოსული პაციენტებიდან ყველამ მიიღო კონსულტაციები სხვადასხა ექიმ-სპეციალისტებისაგან.სულ 91-კონსულტაცია:გინეკოლოგის მიერ კონსულტირებულია 10-პაციენტი,ყველა მათგანი დაბარებულია ამბულატორიაში გამოსაკვლევად,ქირურგის მიერ 13-პაციენტი,1-მათგანს დაენიშნა ოპერაციული ჩარევა.კარდიოლოგის მიერ 28-პაციენტი,მათგან 3-პაციენტს დაენიშნა გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა, ოფთალმოლოგის მიერ 19-პაციენტი,ერთს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, ოტორინოლარინგოლოგის მიერ 8-პაციენტი,თერაპევტის მიერ 13-პაციენტი.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა