ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
დაცვის თანამშრომელი
ბოლო ვადა:  
05 სექტემბერი
28 სექტემბერი
რაიონი:  
კახეთი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო გრაფიკი:24 საათიანი მორიგეობა

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • ყურადღებით დაიცვას დაცვის ქვეშ არსებული ქონება, არ დაუშვას უცხო პირთა შეღწევა, გამოიჩინოს საზრიანობა და მოხერხებულობა;
  • ცვლაში ყოფნის დროს გააკონტროლოს ობიექტზე არსებული მდგომარეობა, განახორციელოს სისტემატიური შემოვლები დასაცავი ობიექტის გარშემო მთელი დღე-ღამის განმავლობაში;
  • ობიექტებზე არსებული კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსების/სერვის მენეჯერების და ასევე მოლარე-რეგისტრატორების მხარდაჭერა  და მათთან თანამშრომლობა;
  • პაციენტებთან და მათ მნახველებთან პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება და მართვა, მათთან მშვიდი, გაწონასწორებული და კორექტული ურთიერთობების დამყარება;
  • რეგისტრატურაში პაციენტთა რიგების წესრიგის ხელშეწყობა, დარეგულირება;
  • ობიექტზე მომუშავე პერსონალთან მშვიდი, გაწონასწორებული და კოლეგიალური ურთიერთობა; 
  • სწრაფი რეაგირების მოხდენა  მატერიალური ფასეულობების ნებით და უნებლიედ დაზიანების შემთხვევაში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 სექტემბერი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „საგარეჯო - დაცვა

გისურვებთ წარმატებას!