ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
ექოსკოპისტი
ბოლო ვადა:  
13 მაისი
24 მაისი
რაიონი:  
მცხეთა-მთიანეთი
მოთხოვნები
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მცხეთა, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

სამუშაო გრაფიკი: 16 საათიანი მორიგეობა (24 საათიანი მორიგეობა უქმე დღეებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი, მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, დოპლერი). რბილი ქსოვილების ულტრასონოგრაფია ჩაითვლება უპირატესობად.
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV ან სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 მაისი, 2019 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მცხეთა - ექოსკოპისტი”.

გისურვებთ წარმატებას!


10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა