ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ბოლო ვადა:  
24 აგვისტო
20 სექტემბერი
რაიონი:  
მცხეთა-მთიანეთი
მოთხოვნები
სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი” აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მცხეთა, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.

ფუნქცია-მოვალეობები
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების (კომპიუტერული ტექნიკა, ქსელები, სატელეფონო სისტემები) გამართულად და უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, უწყვეტი და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის კონსულტაციების გაწევა არსებული შეფერხებების/პრობლემების აღმოსაფხვრელად;
  • ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებით შემოწმებითი სამუშაოების დროულად ჩატარების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა
უნარები:
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge  

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 სექტემბერი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მცხეთა_ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი“

გისურვებთ წარმატებას!
18
10.2020
იორმუღანლოს მოსახლეობისთვის ,,ჯეო ჰოსპტალსი“-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს , საგარაჯოს ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ორგანიზებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა