ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
რეანიმაციისა და ემერჯენსის სამსახურის ხელმძღვანელი
ბოლო ვადა:  
16 ივლისი
09 აგვისტო
რაიონი:  
კახეთი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას რეანიმაციისა და ემერჯენსის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • მისი მიმართულებით პაციენტების სწორი და კვალიფიციური მკურნალობა, არსებული სტანდარტებისა და კლინიკური პროტოკოლების შესაბამისად;
  • მიმართულებაში მყოფ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ყოველდღიური ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა;
  • სამედიცინო ისტორიების წარმოებისა და მათი არსებულ გაიდლაინებთან/პროტოკოლებთან შესაბამისობის კონტროლი; დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი.
  • ფუნქციების, შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად  გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი;
  • რთული და არასტანდარტული შემთხვევების დროული იდენტიფიკაცია და მკურნალობის სწორი სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • მიმართულების პაციენტების შიდა ჰოსპიტალური მოძრაობის და სხვა კლინიკაში ტრანსპორტირების შესაბამისობის კონტროლი (რეფერალი);
  • სამედიცინო ცენტრში მიღებული, ბეჭდითი თუ სიტყვიერი გადაწყვეტილებების/ინფორმაციის (ბრძანებები, გაიდლაინები/პროტოკოლები, მიღებული გადაწყვეტილებები, ა.შ.) დროული გავრცელება და განხორციელების მონიტორინგი;
  • კლინიკური სტანდარტების და შიდა პროტოკოლების  დანერგვაში მონაწილეობა. მიმართულების სამედიცინო საქმიანობის წარმართვა სტანდარტების, სამედიცინო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით;
  • სამედიცინო მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების ხელშეწყობა და პაციენტთა კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • პერსონალის საქმიანობის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების მომზადების კოორდინირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება და საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რეანიმატოლოგიასა და ანესთეზიოლოგიაში.
  • ფართო სპექტრის კლინკური უნარები;
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 5 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება, მათ შორის, მმართველ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • პაციენტის გადაუდებელი მდგომარეობის მართვისთვის საჭირო ყველა მანიპულაციის ფლობა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი;
  • სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 9 აგვისტო, 2019 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გურჯაანი - რეანიმაციისა და ემერჯენსის სამსახურის ხელმძღვანელი.

გისურვებთ წარმატებას!