ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
რენტგენო-ლაბორანტი
ბოლო ვადა:  
01 ივლისი
19 ივლისი
რაიონი:  
მცხეთა-მთიანეთი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას რენტგენო-ლაბორანტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მცხეთა,  შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მცხეთის სამედიცინო  ცენტრი

 

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა;

  

ფუნქცია-მოვალეობები:

  • რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, სამედიცინო პრაქტიკაში მიღებული სტანდარტებისა და წესების დაცვით;
  • პაციენტის მომზადება გამოკვლევისთვის;
  • ფირების დამუშავება, გამჟღავნება, გაშრობა და შენახვა არსებული წესებისა და სტანდარტების დაცვით;
  • რენტგენოლოგიური გამოკვლევების დასკვნის შესაბამისი მიმართულების ექიმისთვის მიწოდება;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის   წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო სამედიცინო განათლება;
  • უნდა ფლობდეს რენტგენო-ლაბორანტების სპეციალიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
  • პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი 2019 წელი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მცხეთა - რენტგენო-ლაბორანტი“

გისურვებთ წარმატებას!

 

 

12
06.2019
,,ჯეო ჰოსპიტალს”-ის აქცია სოფელ ჯანდარაში
მიმდინარე წლის 5 ივნისს ,,ჯეო -ჰოსპიტალს”-ის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ექიმთა ჯგუფმა, მორიგი გასვლითი საქველმოქმედო აქცია გამართა სოფელ ჯანდარაში.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა