ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
ტრავმატოლოგი
ბოლო ვადა:  
24 ოქტომბერი
20 ნოემბერი
რაიონი:  
იმერეთი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ტრავმატოლოგის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე 10-17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
  • მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფი პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა, ხელმოწერით დადასტურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;


დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი, 2018 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ზესტაფონი - ტრავმატოლოგი“.

გისურვებთ წარმატებას!