ENG / GEO
032 2 505 222
ENG / GEO
არსებული ვაკანსიები
თანამდებობა
უკან
თანამდებობა
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
რაიონი
უმცროსი ექიმი
ბოლო ვადა:  
04 დეკემბერი
10 დეკემბერი
რაიონი:  
სათაო ოფისი
მოთხოვნები

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბორჯომი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

 

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამუშაო განრიგი 4 დღეში ერთხელ;

 

 

ფუნქცია-მოვალეობები :

ექიმის უშუალო მეთვალყურეობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ:

  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
  • პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელება;
  • პაციენტთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
  • სამედიცინო ისტორიების წარმოება  განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვით სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის, გუნდური მუშაობის  და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბორჯომი - უმცროსი ექიმი“.

გისურვებთ წარმატებას!

10
05.2019
გილოცავთ ექთნის საერთაშორისო დღეს!
ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) 1965 წელს დააარსა ექთნის საერთაშორისო დღე, ხოლო 1970 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნის საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო ფლორენს ნაითინგეილის დაბადების დღე, 12 მაისი. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას. 1974 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ოფიციალურად გამოაცხადა ექთნის სადღესასწაულო კვირეული, ხოლო რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში 1981 წელს, კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, 6 მაისი გამოეცხადებინა ექთნის ნაციონალურ დღედ.
გაიგეთ მეტი ყველა სიახლის ნახვა