ენცეფალიტი

დაავადების აღწერა

ენცეფალიტი თავის ტვინის ანთებას ნიშნავს. ვირუსული ინფექციები მდგომარეობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

ენცეფალიტი იწვევს გრიპისმაგვარ სიმპტომებს, როგორიცაა სიცხე და ძლიერი თვის ტკივილი. დაავადება აგრეთვე იწვევს აზროვნების პრობლემებს, ეპილეფსირუი ტიპის შეტევებს, მგრძნობელობის და მოძრაობის პრობლემებს. თუმცა ენცეფალიტის ბევრი შემთხვევა მხოლოდ მსუბუქ, გრიპისმაგვარ სიმპტომებს იძლევა ან საერთოდ არ ავლენს თავს.

ენცეფალიტის იშვიათი, მძიმე შემთხვევები შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. რადგანაც კონკრეტული ენცეფალიტის განვითარების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, აუცილებელია დროული დიაგნოზი და მკურნალბოა

გამომწვევი მიზეზი

ხშირად, ენცეფალიტის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, დიაგნოზის დროს გმმომწვევ მიზეზად ვირუსული ინფექცია სახელდება. ბაქტერიულმა და არაინფექციურმა ანთებითმა მდგომარეობებმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიონ ენცეფალიტი.

ინფექცია გამოწვეულია ორიდან ერთ-ერთი მდგომარეობით, რომელიც აზიანებს თავის ტვინს:

  • პირველადი ენცეფალიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ვირუსი ან სხვა ინფექციური ორგანიზმი პირდაპირ აინფიცირებს თაის ტვინს. ინფექცია შესაზლოა კონცენტრირებული იყოს ერთ წერტილში ან გავრცელდეს. პირველადი ინფექცია შესაძლოა იყოს ინაქტიური(ლატენტური) ვირუსის გააქტიურებით გამოწვეული.
  • მეორადი(პოსტინფექციური) ენცეფალიტი განპირობებულია იმუნური სისტემის არასწორი რეაქციით ორგანიზმის სხვა წერტილში მიმდინარე ინფექციის დროს. იმის მაგივრად, რომ შეუტიოს ინფექციის გამომწვევ უჯრედებს, იმუნური სისტემა შეცდომით თავის ტვინის ჯანმრთელ უჯრედებსაც აზიანებს.

    მეორადი ენცეფალიტი თავდაპირველი ინფექციიდან 2-3 კვირის შემდგომ ყალიბდება. იშვიათ შემთხვევებში, მეორადი ენცეფალიტი ცოცხალი ვირუსული ვაქცინაციის გართულების სახით გვხვდება.



ხშირი ვირუსული მიზეზები

ენცეფალიტის ყველაზე ხშირი მიზეზები:

  • ჰერპეს სიმლექს ვირუსი. ჰერპეს სიმლექს ვირუსის ორი ტიპი არსებობს. ორივე მათგანს შეუძლია ენცეფალიტის გამოწვევა. ჰერპეს სიმპლექს ვირუს ტიპი 1 იწვევს მუწუკებისა და წყლულების გაჩენას პირის გარშემო. ჰერპეს სიმლექს ვირუს ტიპი 2 კი, ძირითაქდად, გენიტალური ჰერპესს იწვევს. ჰერპეს სიმპლექს ვირუს 1 ტიპით გამოწვეული ენცეფალიტი იშვიათია, თუმცა ინფექციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თავის ტვინს.
  • ჰერპესის სხვა ვირუსები. ჰერპესის სხვა ვირუსებმა შესაძლოა გამოიწვიონ ენცეფალიტი. მაგალითად ებშტეინ-ბარის ვირუსმა, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსმა, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას.
  • ენტეროვირუსები. ასეთი ვირუსებია მაგალითად პოლიო და კოქსაკივირუსები, რომლებიც ძირითადად იწვევენ გრიპისმაგვარ სიმპტომებს, თვალების ანთებასა და ტკივილს მუცლის არეში.
  • კოღოთი გადადებული ვირუსები. არბოვირუსები ან ფეხსახსრიანების ს ხვა ვირუსები გადააქვთ კოღოებს და სისხლით მკვებავ სხვა მწერებს. კოღოებით გადადებული ვირუსები იწვევენ შემდეგ ინფექციებს:ვესთ ნაილი, ლა კროსი, სენტ ლუისი, დასავლური ეკვატორული ან აღმოსავლური ეკვატორული ენცეფალიტი.

    კოღოები ვირუსს არაჰუმანური ცხოველებისგან იღებენ, მაგალითად ჩიტებისგან, ციყვებისაგნ ან ცხენისგან და გადააქვთ ადამიანებზე. ინფექციის სიმპტომები თავს იჩენს ვირუსის სხეულთან კონტაქტის შემდგომ რამოდენიმე დღის ან კვირის ფარგლებში.

  • ტკიპებით გამოწვეული ვირუსები. პოვასანის ვირუსი ტკიპით გადადებული ხშირი ვირუსია, რომელიც იწვევს ენცეფალიტს. სიმპტომები ვირუსის ადამიანთან კონტაქტის შემდგომ დაახლოებით 1 კვირის შემდეგ ვლინდება.
  • ცოფის ვირუსი. დაინფიცირებული ცხოველით გადადებული ცოფის ვირუსი სიმპტომების დაწყების შემდგომ ენცეფალიტის სწრაფ განვითარებას იწვევს. ცოფი ენცეფალიტის იშვიათი მიზეზია.
  • ინფექციები ბავშვებში. ხშირი ინფექციები ბავშვებში, როგორიცაა წითელა, წითურა ყბაყურა წარსულში ხშირი მიზეზი იყო ენცეფალიტისა. თუმცა ვაქცინაციების გამო დღესდღეობით ამ ვირუსებით გამოწვეული ენცეფალიტების რიცხვი ძალიან შემცირებულია.

სიმპტომები

ენცეფალიტის მქონე პაციენტების უმრავლესობას არ აქვს სიმპტომები ან აღენიშნება მსუბუქი, გრიპისმაგვარი გამოვლინებები, როგორებიცა:

  • თავის ტკივილი
  • სიცხე
  • კუნთის ან სახსრების ტკივილი
  • დაღლილობა ან სისუსტე



სერიოზულ შემთხვევებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. მძიმე ენცეფალიტის სიმპტომები:

  • დაბნეულობა, ფორიაქი ან ჰალუცინაციები
  • ეპილეფსიური ტიპის შეტევები
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან პარალიზი სახის ან სხეულის ზოგიერთ ნაწილში
  • კუნთების სისუსტე
  • გაორებული მხედველობის არე
  • უსიამოვნო სუნების შეგრძნება, როგორიცაა დამწვარი ხორცი ან ლაყე კვერცხი
  • მეტყველებისა და სმენის პრობლემები
  • ცნობიერების კარგვა



დამატებითი სიმპტომები ახალშობილებსა და ბავშვებში:

  • თავის ქალაზე რბილ წერტილებში(ფონტანელა) ამობურცულობების გაჩენა ახალშობილებში
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • სხეულის გაშეშება
  • მუდმივი ტირილი
  • დაქვეითებული კვება
  • გაღიზიანებადობა



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახამრება, თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე ნაცნობს აღენიშნება ენცეფალიტის მძიმე ფორმასთან დაკავშირებული სიმპტომები. ძლიერ ტკივილს, სიცხესა და შეცვლილ ცნბოერებას ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიოს ენცეფალიტის სიმპტომების მქონე ბავშვებსა და ახალშობილებს.