გენიტალური ჰერპესი

დაავადების აღწერა

გენიტალური ჰერპესი ხშირი სქესობრივად გადამდები ინფექციაა რომელიც ვლინდება როგორც კაცებში ასევე ქალებში. გენიტალური ჰერპესისთვის დამახასიათებელია ტკივილი, ქავილი და წყლულები გენიტალიურ არეში, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება უსიმპტომოდ არსებობდეს. თუ დაინფიცირებული ხართ, წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი გადამდები ხართ.

გენიტალურ ჰერპესს მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) იწვევს. სქესობრივი კონტაქტი დაავადების გავრცელების ძირითადი გზაა. თავდაპირველი ინფიცირების შემდეგ, ვირუსი მთვლემარე მდგომარეობაში რჩება ორგანიზმში და წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება გააქტიურდეს.

გენიტალური ჰერპესის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი. კონდომები აგრეთვე ხელს უშლიან ვირუსის გადაცემას.

გამომწვევი მიზეზი

არსებობს მარტივი ჰერპეს ვირუსის ორი ტიპი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური ჰერპესი.

  • HSV-1 (პირველი ტიპი). ეს ტიპი ყველაზე ხშირად იწვევს წყლულების ან ბებერების განვითარებას პირის გარშემო. იგი შეიძლება გავრცელდეს გენიტალიურ არეში ორალური სექსის დროს. განმეორებითი ეპიზოდები ამ დროს ბევრად იშვიათია, ვიდრე მეორე ტიპის დროს.
  • HSV-2 (მეორე ტიპი). ეს ტიპი ყველაზე ხშირად იწვევს გენიტალურ ჰერპესს. ვირუსი ვრცელდება სქესობრივი და კანით-კანზე კონტაქტით. HSV-2 ძალიან ხშირად გვხვდება და ძლიერ გადამდებია ღია წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი.



იმის გამო, რომ ვირუსი სხეულის გარეთ სწრაფად კვდება, თითქმის შეუძლებელია ინფექციის შეძენა დაინფიცირებული ადამიანის ისეთ ნივთებთან კონტაქტით, როგორებიცაა საჭირო ოთახი, პირსახოცი და ა.შ.

სიმპტომები

მარტივი ჰერპეს ვირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობამ არ იციან რომ აქვთ ინფექცია რადგან მათ ნიშნები და სიმპტომები ან არ აქვთ, ან მსუბუქად უვლინდებათ.

გენიტალური ჰერპესის სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • ტკივილი ან ქავილი რომელიც დაინფიცირებულ პარტნიორთან კონტაქტიდან იწყება ორიდან 10 დღეში.
  • პატარა წითელი ამობურცულობები ან პატარა თეთრი ბებერები, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდებიან
  • წყლულები, რომლებიც წარმოიქმნებიან ბებერების გახეთქვისას და ახასიათებს გამონადენი ან სისხლი
  • ფუფხი, რომელიც ჩნდება წყლულების მორჩენასთან ერთად



წყლულებმა შეიძლება გამოიწვიონ ტკივილი შარდვისას. ინფექციის ალაგებამდე აგრეთვე შეიძება იგრძნოთ ტკივილი და მგრძნობელობის მომატება გენიტალურ არეში.

საწყისი აფეთქების დროს შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი ნიშნები და სიმპტომები, როგორებიცაა შესიებული ლიმფური კვანძები საზარდულის არეში, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ცხელება.

განსხვავება სიმპტომების ლოკალიზაციაში

წყლულები ჩნდება სხეულში ინფექციის შეჭრის ადგილას. ინფექცია შეიძლება გაავრცელოთ წყლულის შეხების შემდეგ სხეულის სხვა ნაწილის, მათ შორის თვალების შეხებით ან მოფხანვით.

კაცებს და ქალებს წყლულები უვლინდებათ:

  • დუნდულებზე
  • ანუსზე
  • პირში



ქალებს
უვლინდებათ სიმპტომები:

  • ვაგინალურ არეში
  • გარეთა სასქესო ორგანოებზე
  • საშვილოსნოს ყელზე



კაცებს
აგრეთვე შეიძლება წყლულები განუვითარდეთ:

  • პენისზე
  • სათესლე პარკზე
  • ბარძაყებზე
  • შარდსადენზე, არხზე, რომელიც აკავშირებს პენისს შარდის ბუშტთან



განმეორებითი ეპიზოდები ხშირია

გენიტალური ჰერპესის მიმდინარეობა განსხვავებულია ყველა ადამიანში. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება წლების განმავლობაში ჩნდებოდეს და ქრებოდეს. ზოგ ადამიანს ინფექციის მრავალი ეპიზოდი აღენიშნება ყოველწლიურად. ადამიანთა უმრავლესობაში ინფექციის ეპიზოდები დროთა განმავლობაში უფრო იშვიათი ხდება.

განმეორებითი ეპიზოდის დროს, წყლულების გაჩენამდე, შეიძლება იგრძნოთ:

  • წვის, ღიტინის ან ქავილის შეგრძნება ინფექციის შეჭრის ადგილას
  • ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში, დუნდულებში და ფეხებში



როგორც წესი, განმეორებითი ეპიზოდები პირველ ეპიზოდზე ნაკლებად მტკივნეულებია და წყლულები უფრო ჩქარა ქრება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ გენიტალური ჰერპესი ან ნებისმიერი სხვა სქესობრივად გადამდები დაავადება, ეწვიეთ თქვენს ექიმს.