მენჯის ანთებითი დაავადება

დაავადების აღწერა

მენჯის ანთებითი დაავადება ეწოდება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციას. დაავადებას, როგორც წესი, იწვევს სქესობრივად გადამდები ბაქტერიები, რომლებიც ვაგინის საშუალებით ვრცელდება საშვილოსნოზე, ფალოპის მილაკებსა და საკვერცხეებზე.

მენჯის ანთებითი დაავადების მქონე ქალებს, როგორც წესი არ აღენიშნებათ სიმპტომები და არ ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. ქალები მდგომარეობას მაშინ ამჩნევენ, როდესაც აღენიშნებათ დაორსულების პრობლემები ან მენჯის ქრონიკული ტკივილი

გამომწვევი მიზეზი

მენჯის ანთებით დაავადებას მრავალი ბაქტერია იწვევს, თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირია ქლამიდის და გონორეას ინფექციები. ეს ბაქტერიები ძირითადად დაუცველი სექსი შედეგად გადადის.

იშვიათ შემთხვევებში, ბაქტერიას შეუძლია რეპროდუქციულ სისტემასთან მიღწევა ფიზიოლოგიური ბარიერის – საშვილოსნოს ყელის დარღვევის შედეგად. ეს მდგომარეობა შესაძლოა განვითარდეს საშვილოსნოს შიდა მოწყობილობის ჩადგმის შედეგად, მშობიარობის შემდგომ, მუცლის მოშლის დროს ან აბორტის შემდეგ.

სიმპტომები

მენჯის ანთებითი დაავადების სიმპტომები:

  • ტკივილი მენჯსა და მუცლსი ქვედა ნაწილის არეში
  • ძლიერი ვაგინალური გამონადენი უსიამოვნო სუნით
  • არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა
  • ტკივილი სექსის დროს
  • სიცხე
  • მტკივნეული ან გართულებული შარდვა



მენჯის ანთებითმა დაავადებამ შესაძლაო სრულებით არ გამოიწვიოს მიზეზები. ასეთი ტიპის მენჯის ანთებითი დაავადების ხშირი მიზეზია ქლამიდიით ინფექცია.

როდის მივმართოთ ექიმს

მენჯის ანთებითი დაავადებით გამოწვეული შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

  • ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • ღებინება
  • შოკის ნიშნები, როგორიცაა გულის წასვლა
  • 38.3 C გრადუსზე მაღალი ტემპერატურა



მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ იმ შემთხვევაშიც, თუ სიმპტომები არ არის ძლიერი, მაგრამ მუდმივია. ვაგინალური გამონადენი უსიამოვნო სუნით, მტკივნეული შარდვა და მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენა შესაძლოა უკავშირდებოდეს სქესობრივად გადამდებ ინფექციებს. ხსენებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თავი აირიდეთ სექსისგან პარტნიორთან და მიმართეთ ექიმს დროულად. სქესობრივად გადამდები ინფექციების დროულმა მკურნალობამ შესაძლოა თავიდან აგარიდოთ მენჯის ანთებითი დაავადება.