თმის ცვენა მამაკაცებში

24 May, 2022
   მსოფლიო მოსახლეობის მამაკაცების 65%-ს აწუხებს თმის ცვენა, ყველაზე ხშირი კი ანდროგენული (გენეტიკური) ალოპეციაა.

განასხვავებენ ანდროგენული ალოპეციის 5 სტადიას: 

 

I სტადია – თმის ცვენა შეიმჩნევა თავის თმიანი ნაწილის წინა ზღვარზე; 

II სტადია – აღინიშნება ორმხრივი გამელოტება შუბლზე, ხოლო თხემის არეში – თმის შეთხელება. 

III, IV, V სტადიები – შუბლსა და თხემის არეში თმის ცვენა პროგრესირებს და გამელოტებული უბნები ერთდება, რაც შუბლ-თხემის არეში სრული სიმეტრიული გამელოტებით სრულდება.რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი . არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.