ადამიანთა გარკვეულ ნაწილში გულის უკმარისობა გენის შეცვლით არის გამოწვეული

24 May, 2022
მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ, ზოგჯერ გულის უკმარისობა შეიძლება გამოწვეული იყოს გენის მუტაციით. დაახლოებით ადამიანთა 1% – 75 მილიონ ადამიანს მსოფლიოში აქვს გენის მუტაცია, რაც იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას ისეთ სტრესულ სიტუაციაში, როგორიცაა ორსულობა, ვირუსული ინფექცია ან მაღალი არტერიული წნევა. ეს გენი პასუხისმგებელია ცილა ტიტინის წარმოქმნაზე, რომელიც შედის კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში.

 

მკვლევარების აზრით, აღნიშნული გენის მუტაცია იწვევს დილატაციურ კარდიომიოპათიას, მემკვიდრეობით გულის დაავადებას. დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გული არის დიდი ზომის, მისი კუნთოვანი კედელი დაჭიმული და თხელი, რის გამოც გული კარგავს ორგანიზმში სისხლის გადატუმბვის უნარს, რაც იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას.