ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი

24 May, 2022
  ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი არის აუტოიმუნური დაავადება, როდესაც იმუნური სისტემა, შეცდომით თავს ესხმის ნორმალურ ცილებს სისხლში. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იწვევს თრომბის წარმოქმნას არტერიებში ან ვენებში. ასევე მან შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს გართულებები, მათ შორის მკვდრად შობადობა.

   ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის ნიშნები და სიმპტომები:

  • თრომბის წარმოქმნა ქვემო კიდურებში  – ღრმა ვენების თრომბოზი, რომელიც შეიძლება გართულდეს ფილტვების ემბოლიით.
  • თვითნებური აბორტი, პრეეკლამფსია.
  • ინსულტი
  • ფეხის ან ხელის არტერიებში თრომბის წარმოქმნა (პერიფერიული არტერიების თრომბოზი).

ნაკლებად, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ნევროლოგიური სიმპტომები: ქრონიკული თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი, დემენცია და კრუნჩხვები, როდესაც თრომბი იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ბლოკირებას.

  • გამონაყარი: ზოგიერთ ადამიანს უვითარდება წითელი ფერის გამონაყარი.

  • კარდიოვასკულარული დაავადებები:  შესაძლოა მოხდეს გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება.

  • სისხლდენა: ზოგიერთ ადამიანში ხდება თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ვითარდება თრომბოციტოპენია, რის გამოც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა.

   ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეს უსიმპტომო, მაგრამ გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით შეიძლება გაიზარდოს მისი სიმპტომების გამოვლინება, ეს ფაქტორებია: ორსულობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა, ქირურგიული ოპერაცია, სიგარეტის მოწევა, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება,  ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების  მაღალი დონე სისხლში.

 

   დიაგნოსტიკა: კეთდება ლაბორატორიული ანალიზი  სისხლში 3 ტიპის ანტისხეულზე, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს  სამიდან ერთი ანტისხეული მაინც უნდა იყოს მომატებული, ამასთან  2 კვირის შემდეგ უნდა მოხდეს ანალიზის განმეორებით გაკეთება, თუ ისევ მომატებული იქნება დიაგნოზი დასტურდება.

 http://www.mayoclinic.org/