არის თუ არა კალციუმის დანამატები ქალბატონებში დემენციის რისკის გაზრდასთან დაკავშირებული?

24 May, 2022
ახლახან ჩატარდა კვლევა, რომელმაც გააჩინა დამატებითი კითხვები კალციუმის დანამატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

კვლევის მიხედვით ფართოდ გამოყენებული საკვების დანამატმა შეიძლება გაზარდოს გულის შეტევის რისკი და სწორედაც დაკავშირებულია დემენციის განვითარებასთან ქალებში, რომლებსაც აქვთ ინსულტი ან ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება.

კვლევაში ჩართული იყო 700 ქალი 70-დან 92 წლამდე, რომლებსაც არ ჰქონდათ დემენცია. დაკვირვება ხდებოდა 5 წლის განმავლობაში და ისინი ამ პერიოდის განმავლობაში იღებდნენ კალციუმის დანამატს.

კვლევამ აჩვენა რომ, ქალებს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ ინსულტი და იღებდნენ კალციუმის დანამატს თითქმის 7-ჯერ გაეზარდათ ინსულტის განვითარების რისკი.

ქალები, რომლებიც იღებდნენ კალციუმის დანამატებს და ჰქონდათ თეთრი ნივთიერების დაავადება 3-ჯერ ჰქონდათ გაზრდილი დემენციის განვითარების ალბათობა.

კვლევის მიხედვით, ქალებს რომლებსაც არ ჰქონდათ ანამნეზში ინსულტი ან ტვინის თეთრი ნივთიერების დაავადება კალციუმის დანამატების მიღებას არ გაუზრდია დემენციის განვითარების რისკი.