არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ ფაქტორები
არტერიული ჰიპერტენზია არის მდგომარეობა როცა სისტოლური წნევა გვაქვს ≥ 140 mmHg ან დიასტოლური წნევა არის ≥90 mmHg ან ორივე ერთად. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით. უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში. არტერიული ჰიპერტენზიის რისკ ფაქტორებია:
- ასაკი – 45 წლის ზევით მამაკაცებში იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, ხოლო ქალებში 65 წლის ზევით
- რასა – არტერიული ჰიპერტენზია და მისი გართულებები, კერძოდ ინსულტი უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში
- ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ასევე ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას
- თამბაქოს მოხმარება, მცირე ფიზიკური აქტივობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს
- ასევე იზრდება რისკი სუფრის მარილის, სითხის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას.
- არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას ხელს უწყობს თირკმელების ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე.