არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ ფაქტორები

24 May, 2022
არტერიული ჰიპერტენზია არის მდგომარეობა როცა სისტოლური წნევა გვაქვს ≥ 140 mmHg ან დიასტოლური წნევა არის ≥90 mmHg ან ორივე ერთად. მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანია დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით. უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში. არტერიული ჰიპერტენზიის რისკ ფაქტორებია:

  • ასაკი – 45 წლის ზევით მამაკაცებში იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი, ხოლო ქალებში 65 წლის ზევით
  • რასა – არტერიული ჰიპერტენზია და მისი გართულებები, კერძოდ ინსულტი უფრო ფართოდაა გავრცელებული შავკანიან მოსახლეობაში
  • ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ასევე ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას
  • თამბაქოს მოხმარება, მცირე ფიზიკური აქტივობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს
  • ასევე იზრდება რისკი სუფრის მარილის, სითხის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას.
  • არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას ხელს უწყობს თირკმელების ქრონიკული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე.