ბავშვები
ბრუქსიზმი-კბილების კრაჭუნი ძილში ,გამოწვეულია საღეჭი მუსკულატურის უნებლიე რიტმული შეკუმშვით, რომელიც 7 წლის ასაკამდე ბავშვების დაახლოებით 50%-ს აღენიშნება. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს.მეცნიერების აზრით ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგანდაძაბულობას და შფოთვას. ბრუქსიზმის მიზეზად აგრეთვე სახელდება არასწორი თანკბილვა და გრძელდება მანამდე ,სანამ კბილები არ “ჩაჯდება” ერთმანეთში.მიუხედავად იმისა რომ ბრუქსიზმი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია , მკურნალობას არ საჭიროებს და თავისით გაივლის 6-7 წლისთვის.