ბავშვები და შინაური ცხოველები

24 May, 2022

სპეციალისტები ხშირად საუბრობენ შინაური ცხოველის სახლში ყოლის დადებით მხარეებზე. კვლევებითაა დადასტურებული რამდენად ეფექტურია ძაღლის ყოლა ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. ისინი კარგად ცნობენ და გრძნობენ ადამიანის ემოციებს და მდგომარეობებს. ადვილად უმეგობრდებიან განსაკუთრებით ბავშვებს. მათ კი 8-9 წლის ასაკიდან თავისუფლად შეუძლიათ ზრუნვა შინაურ მეგობარზე, დგებიან ახალი აღმოჩენების წინაშე, რაც ხელს უწყობს ბავშვეს ფიზიკურად და ფსიქიკურად ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბებაში, სწავლობენ სხვაზე ზრუნვას და პასუხისმგებლობას. არ არის რეკომენდირებული ძაღლის ყოლა ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ცხოველებზე ალერგია.