ბერილიუმის დაავადება

24 May, 2022

ბერილიუმის დაავადება ფილტვების მწვავე ან ქრონიკული ანთებითი პროცესია. გამოწვეულია მტვრის ან გამონაბოლქვის შესუნთქვით, რომელიც შეიცავს ბერილიუმს. ბერილიუმი გამოიყენება საავიაციო ინდუსტრიაში, ბერილიუმ-ალუმინის წარმოებაში. ეს დაავადება ხშირია იმ პირებში, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ამ საწარმოებთან ან ცხოვრობენ მათთან ახლოს.

სიმპტომები: ხველა, სუნთქვის გაძნელება, წონაში კლება, ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლა, ტკივილი გულმკერდის არეში.

დიაგნოსტიკა: ანამნეზის შეკრება, ფიზიკალური გასინჯვა, სისხლში ბერილიუმზე ალერგიული ტესტის ჩატარება, გულმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა. დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს ბრონქოსკოპიის ჩატარება.

მკურნალობა მოიცავს ოქსიგენოთერაპიას, კორტიკოსტეროიდებს, მძიმე შემთხევებში რეკომენდებულია ფილტვების გადანერგვა.