ჭარბი წონა საშუალო ასაკის ადამიანებში 10 წლით აჩქარებს ტვინის დაბერებას
როგორც ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ჭარბი წონა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თავის ტვინზე და 10 წლით აჩქარებს მის დაბერებას. ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად თანდათან ხდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება. მაგრამ ჭარბი წონის მქონე ადამიანებში თავის ტვინის ნივთიერების შემცირება ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ნორმალური წონის იმავე ასაკის ადამიანში. მაგალითად, კვლევის დროს ჭარბ წონიან 50 წლის ადამიანს თეთრი ნივთიერების მოცულობა ჰქონდა იმდენი, რამდენიც აქვს 60 წლის ადამიანს.