ჭარბწონიანობა

24 May, 2022

ჭარბი წონა ორგანიზმის მდგომარეობაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, პროვოცირებას უწევს ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ნაღველკენჭოვი, ძვალ-სახსროვანი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია და რეპროდუქციული დარღვევები.

რა არის წონაში მატების მიზეზი?

ეს არის პირველ რიგში კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა. თუ ადამიანი იღებს იმაზე მეტ კალორიებს ვიდრე ხარჯავს, ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი ზედმეტ კალორიებს ინახავს ცხიმის სახით – რაც იწვევს წონაში მატებას.

ასევე ძირითადი ფაქტორებია:

ჰორმონალური დარღვევა და გენეტიკური წანასწარგანწყობა.

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას?

ჭარბ წონასთან ბრძოლის ბევრი საშუალება არსებობს: დიეტა, ფიზიკური აქტივობა და მკურნალობის ქირურგიული მეთოდი.
პროგრამა უნდა მოიცავდეს წონის კლებას, შენარჩუნებას და წონის განმეორებითი ნამატის (რეციდივის) განვითარების თავიდან აცილებას.
პრობლემის სწორად გადაჭრის მიზნით აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს.