ცუდია თუ არა, თუ ჩემი შვილი ჰაეროვანი სიმინდის -,,პოპკორნის’’ მოყვარულია?

24 May, 2022
ჰაეროვანი სიმინდი ზოგადად არის ჯანმრთელი მსუბუქი წასახემსებელი საკვები, რომელიც მიეკუთვნება შაქრის და ფრუქტოზის მაღალ შემცველ საკვებს.

 

მაგრამ იყავით ფრთხილად, როდესაც ჰაეროვან სიმინდს აძლევთ ბავშვებს – განსაკუთრებით ძალიან პატარებს- არსებობს ყელში გაჩხერის, სასულეში გადაცდენის, გაგუდვის რისკი. ამერიკის პედიატრთა აკადემიას ,,პოპკორნი’’ შეტანილი აქვს გაგუდვის-რისკის შემცველ პროდუქტთა სიაში 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მოზრდილებმა არ შეიძლება მიირთვათ დიდი მუჭებით არასრულად გაშლილი ,,დაძველებული’’ მარცვლები. მათმა დაქუცმაცებამ შეიძლება დააზიანოს კბილები. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ერთიანი მასის სახით დაგროვდეს ნაწლავებში და წარმოიქმნას ,,ბეზოარი’’ (ბეზოარი არის მტკიცე წარმონაქმნი ნაწლავებში, რომელიც წარმოიქმნება ნაწილობრივ მონელებელი და მოუნელებელი საკვებიდან და არ ხდება მისი გამოყოფა ფეკალიებთან ერთად), მცირე ბეზოარი შეიძლება თვითონ დაიშალოს ან მოხდეს მისი დაშლა მედიკამენტით. ზოგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაციული ჩარევა.

თუ თქვენს შვილს პოპკორნის მირთმევის შემდეგ დაეწყო მუცლის ტკივილი, მიმართეთ პედიატრს.