დაავადებები, რომელთა განვითარების რისკი იზრდება მენოპაუზის შემდეგ

24 May, 2022
მენოპაუზა არის ბიოლოგიური პროცესი, როდესაც ქალს აღარ აქვს ციკლი და აღარ შეუძლია ბავშვის გაჩენა, ამ დროს ქალის ორგანიზმში ბუნებრივად მცირდება რეპროდუქციული ჰორმონები, რაც ზრდის შემდეგი დაავადებების განვითარების რისკს:

  • გულის და სისხლძარღვების დაავადება: როდესაც ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონი) დონე მცირდება, იზრდება კარდიოვასკულარული დაავადებების (მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის, თავის ტვინის ანევრიზმის) რისკი, განსაკუთრებით იმ ქალებში რომლებსაც აქვთ სხვა რისკ-ფატორები, როგორიცაა დიაბეტი, სიმსუქნე და არიან მწეველი.
  • ოსტეოპოროზი: ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძვლები მყიფე და სუსტი ხდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. მენოპაუზის შემდეგ ძვლის სიმტკიცის დაკარგვა ხდება სწრაფად, რაც ზრდის ოსტეოპოროზის და ძვლების მოტეხილობის რისკს.
  • შარდის შეუკავებლობა: საშარდე გზების ქსოვილის ელასტიურობა ქვეითდება, რაც იწვევს შარდის შეკავების დარღვევას და უნებლიე შარდვას სიცილის, ხველის, სიმძიმის აწევის დროს.
  • წონის მომატება: ბევრი ქალი იმატებს მენოპაუზის წინ, გარდამავალ პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის შენელებით. ამ პერიოდში ქალბატონებმა უნდა მიირთვან ნაკლები და იმოძრაონ მეტი, რათა შეინარჩუნონ ნორმალური წონა.