Alcohol Intolerance
DEFINITION
იშვიათ შემთხვევებში, ალკოჰოლის მიღების დროს განვითარებული რეაქცია მძიმე კლინიკურ პრობლემაზე მიანიშნებს, რომელსაც დიაგნოსტირება და მკურნალობა სჭირდება.
CAUSES
ალკოჰოლური სასმელის სხვა დანამატებმა შეიძლება გამოიწვიონ აუტანლობის მსგავსი რეაქციები, განსაკუთრებით ლუდსა და ღვინოში. ეს დანამატებია:
- სულფიტები ან სხვა კონსერვანტები
- მარცვლეულობა ან სხვა ქიმიური დანამატები
- ჰისტამინი, ფერმენტაციის ან გამოხდის ნარჩენი პროდუქტი
- ზოგჯერ, რეაქციას იწვევს ალერგია რომელიმე მარცვლეულზე, სიმინდზე, ხორბალზე ან სხვა დანამატზე.
- იშვიათ შემთხვევებში, ალკოჰოლის მიღების დროს განვითარებული რეაქცია მძიმე კლინიკურ პრობლემაზე მიანიშნებს, როგორიცაა ჰოჯკინის ლიმფომა.
SYMPTOMS
ალკოჰოლის აუტანლობის (ან სასმელის დანამატების მიმართ რეაქციის განვითარების) ნიშნები და სიმპტომებია:
- სახის წამოწითლება
- თბილი, წითელი ამობურცულობა კანზე, ახლავს ქავილი
- არსებული ასთმური მდგომარეობის გაუარესება
- ცხვირის ღრუს დახშობა ან გამონადენი ცხვირიდან
- დაბალი არტერიული წნევა
- გულისრევა და ღებინება
- ფაღარათი
როდის მივმართოთ ექიმს
- შეიძლება არ დაგჭირდეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ გაქვთ მსუბუქი აუტანლობა ან რეაქცია სასმელის დანამატებზე. რეკომენდირებულია ალკოჰოლისაგან თავის შეკავება, რაოდენობის შემცირება ან გარკვეული ტიპის სასმელის ნაკლები მიღება. თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები და ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე, თუ თქვენი სიმპტომები უკავშირდება ალერგიას ან რაიმე მედიკამენტს, დაუკავშირდით ექიმს.