ძილის პოზიცია: რატომ არის უკეთესი ახალშობილის ზურგზე წოლა

24 May, 2022
უმჯობესია ახალშობილს ეძინოს ზურგზე, ეს არის მისთვის უსაფრთხო პოზიცია, ამცირებს ახალშობილებში გავრცელებულ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომს. (ეს არის ძილის დროს ჯანმრთელი ჩვილის სიკვდილი, განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი 6 თვე). პათოლოგიის ზუსტი მიზეზი გარკვეული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი არის ახალშობილის მუცელზე წოლის დროს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება ფილტვებს.

 

ახალშობილის უსაფრთხო ძილის პოზიცია: დააწვინეთ ახალშობილი ზურგზე, არ დააწვინოთ დივანზე ან რბილი ქსოვილისგან დამზადებულ ლეიბზე, მოარიდეთ ბალიში, მატყლის საბანი, რბილი სათამაშოები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ ჰაერის მიწოდება სასუნთქი სისტემისთვის, თუ მათ სახეზე დაიდებს. ოთახში შექმენით კომფორტული ტემპერატურა.

შემთხვევებში როდესაც ახალშობილს არ ძინავს ან მშობლის მეთვალყურეობის ქვეშაა, გარკვეული დრო უნდა გაატაროს მუცელზე დაწოლილმა, რაც მნიშვნელოვანია მხრის კუნთების განვითარებისთვის, რომ მოახერხოს თავის დაჭერა, ასევე თავიდან რომ ავარიდოთ თავის უკანა ნაწილის ბრტყელი ფორმა.