ენერგეტიკული სასმელები ღვიძლს აზიანებს

24 May, 2022

ენერგეტიკული სასმელები არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელი, განსაკუთრებით 18 – 34 წლის ახალგაზრდებში. მცირე რაოდენობით ენერგეტიკული სასმელის მიღება, შეიძლება იყოს უვნებელი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. 2007 -2011 წლებში აშშ-ში ენერგეტიკული სასმელებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო, გადაუდებელ განყოფილებაში პაციენტთა მიმართვიანობა გაორმაგდა. სასმელით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემა ძირითადად განპირობებულია მასში შემავალი დიდი რაოდენობით კოფეინით და შაქრით. ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დიდი რაოდენობით ენერგეტიკული სასმელის მიღებამ გამოიწვია ღვიძლის დაზიანება. Eენერგეტიკული სასმელი შეიცავს ნიაცინს (ვიტამინ B3). ექიმები ვარაუდობენ რომ, სწორედ ჭარბი რაოდენობით ნიაცინის (ვიტამინ B3) მიღება იწვევს მწვავე ჰეპატიტს. ენერგეტიკულ სასმელში შემავალი ნიაცინი, ბევრად აღემატება რეკომენდირებულ დღიურ დოზას.