ექინოკოკოზი

24 May, 2022

პარაზიტული გადამდები დაავადებაა, ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით და გამომწვევია -ექინოკოკი, ჰელმინთი (ჭია).

როგორ ხვდება ჩვენს ოგანიზმში ექინოკოკი?

ექინოკოკი ძაღლის, კატის, მგლის, ტურის, წვრილ ნაწლვში სახლობს. კვერცხები ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა, ბინძურდება საოჯახო ნივთები, წყალი, ნიადაგი, მწვანილი , ხილი. ექინოკოკი ასევე მაგრდება ძაღლის ბეწვზე.
დაბინძურებულ საკვებთან ერთად კვერცხი ხვდება ადამიანის ნაწლავებში, მისი კედლებიდან გადადის ლიმფურ და სისხლძარღვთა ქსოვილებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში – ღვიძლში ან ფილტვებში იშვიათად, თავის ტვინში და ძვალში სადაც წარმოქმნის მრავალრიცხოვან რთულ ბუშტუკებს.

როგორ დავიცვათ თავი?
პროფილაქტიკა მოიცავს:
პირადი ჰიგიენის და სანიტარული წესების დაცვას (მწვანილი, ხილი უნდა გაირეცხოს კარგად გამდინარე წყლით);
ძაღლების და კატების გეგმიურ დეჰელმინთიზაციას.