ფეხმძიმობა და სპორტი
სპორტი – მომავლი დედებისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა. ყველაზე სასარგებლოა ცურვა, აერობიკა და ტემპში სიარული. სპორტით დაკავებისთვის ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება ფეხმძიმობის მეორე ტრიმესტრი. დაიწყეთ მცირე სავარჯიშოებით და დატვირთვა თანდათანობით გაზარდეთ.
თავს იგრძნობთ ენერგიულად და ჯანმრთელად. მთელი ფეხმძიმობის მანძილზე მოგიხსნით დისკომფორტს როგორიცაა წელის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება.
სავარჯიშოების შესრულებამდე გაიარეთ კონსულტაცია მეან -გინეკოლოგთან.
სპორტით დაკავება არ არის რეკომენდირებული თუ გაქვთ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემები,სუსტი საშვილოსნოს ყელი, მოშლის საშიშროება, ნაადრევი მშობიარობის პრეცენდენტი.