ფილტვების ტუბერკულოზი
ფილტვების ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელის გამომწვევი Mycobacterium tuberculosis-ია. ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა სიკვდილიანობის მხრივ. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 1.6 მილიარდი ადამიანია დაინფიცირებული ტუბერკულოზით, ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება.
ადვილად ავადდებიანი დაქვეითებული იმუნირი სისტემის მქონე პირები: შიდსით დაავადებულები, ნარკოტიკების მომხმარებლები, პირები რომლებიც კონტაქტში იმყოფებიან დაინფიცირებული პაციენტთან, დიაბეტით და სიმსივნით დაავადებული პირები.
ფილტვების ტუბერკულოზს ახასიათებს: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ღამით ოფლიანობა, წონაში კლება, ხველა -ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, ტემპერატურის მომატება, მადის დაქვეითება.
დიაგნოსტირება: დეტალური ანამნეზის შეკრება, ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული კვლევები.
მკურნალობა მოიცავს კომბინირებულ თერაპიას, რომელიც გრძელდება მინიმუმ 6 თვეს, შესაძლოა გაგრძელდეს 2 წელი.