ფილტვის აბსცესი

24 May, 2022
ფილტვის აბსცესი – არის ფილტვის შემოგარსული ჩირქგროვა. ყველაზე ხშირად აბსცესის გამომწვევი მიზეზია: პირის ღრუში არსებული სეკრეტის ასპირაცია, ენდობრონქიალური ობსტრუქცია, ჰემატოლოგიური გზით გავრცელებული ინფექცია ფილტვებში.

 

ასევე ხშირია ალკოჰოლით ინტოქსიკაციის დროს, ენდოტრაქეალური ანესთეზიის შემდგომ, ოპიოიდების და სედაციური საშუალებების მიღებისას, ასევე იმუნოსუპრესულ პაციენტებში.

სიმპტომები: ხველა, ტემპერატურის მომატება, ღამით ოფლიანობა, წონაში კლება, ზოგჯერ შესაძლებელია სისხლიანი ნახველი, ტკივილი გულმკერდის არეში.

დიაგნოსტიკა: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ნახველის ანალიზი, ბრონქოსკოპია.

მკურნალობა: ანტიბიოტიკოთერაპია, აბსცესის დრენირება.