ფილტვის სიმსივნე

24 May, 2022
ფილტვის სიმსივნის ძირითადად ორი ტიპი არსებობს: წვრილ უჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი . აშშ-ში ყოველწლიურად ფილტვის კიბოს 171900 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო ამ დაავადებით ყოველწლიურად 157200 პირი იღუპება. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა.

 

სიმპტომები: დაავადებულ პირთა 25%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების აღმოცენება დამოკიდებულია სიმსივნის ლოკალიზაციაზე, ზომაზე, გავრცელებაზე. დამახასიათებელია ხველა, დისკომფორტი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურის მომატება, სისხლიანი ნახველი.

დიაგნოსტიკა მოიცავს დეტალური ანამნეზის შეკრებას, გულმკერდის რენტგენოლოგიურ და კომპიუტერულ კვლევას.

მკურნალობა: ქიმიო და რადიაციული თერაპია, ქირურგიული ჩარევა.

აუცილებელია ფილტვის სიმსივნის პრევენცია, რაც მოიცავს თამბაქოს მოწევის შეწყვეტას.