ფრჩხილის სოკო

24 May, 2022

ონიხომიკოზი -ფრჩხილის ინფექციური დაზიანებაა, რომელსაც იწვევს სხვადასხვასახეობის სოკო.
როგორ ვლინდება დაავადება?

ფრჩხილი იცვლის ფერს იღებს მოთეთრო, მოყვითალო ან ნაცრისფერ შეფერილობას, ქრება გამჭირვალობა. თავისუფალი კიდის მხრიდან შორდება ფრჩხილის საწოლს და კიდეები იფშხვნება.
მოგეხსენებათ , რომ სოკოვანი დავადებებიგადამდებია და ადვილად ცოცხლობს თბილ და ნესტიან გარემოში. 
დაავადების პროფილაქტიკის მიზნით:
– რეკომენდირებულია ბანაობის შემდეგ თითებს შორის არის კარგად გამშრალება;
-რეკომენდირებული არ არის ვიწრო ფეხსაცმლით სიარული, რადგან ამ დროს ჩნდება ნესტი, ხოლო კანსა და ფრჩხილებზე – მიკროტრავმები;
-რეკომენდირებული არ არის აბანოში, საუნაში, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში ფეხშიშველი სიარული.
დაავადება განკურნებადია. გამოიყენება:გარეგანი საშუალებები (მალამოები, ხსნარები) და შინაგანად მისაღები პრეპარატები.