ღვიძლის გაცხიმოვნება – სტეატოზი

24 May, 2022
ღვიძლის გაცხიმოვნება – სტეატოზი არის ცხიმის ჩალაგება ღვიძლში. ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, იწვევს ღვიძლის მსუბუქ გადიდებას. ღვიძლის გაცხიმოვნება არის გავრცელებული პათოლოგია, უფრო ხშირად გვხვდება 40 – 60 წლის ასაკის ადამიანებში.

ღვიძლის სტეატოზის გამომწვევი მიზეზები: ყველაზე ხშირად ღვიძლის სტეატოზს იწვევს ალკოჰოლის ჭარბად მიღება. სხვა შესაძლო მიზეზებია: სიმსუქნე, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, სწრაფი დაკლება წონაში, ზოგიერთი მედიკამენტი (ასპირინი, სტეროიდები, ტამოქსიფენი, ტეტრაციკლინი).  

ღვიძლის სტეატოზის რისკ-ფაქტორები: ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ორსულობა (არის ორსულობის იშვიათი გართულება და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო), მაღალი ქოლესტეროლი, მაღალი ტრიგლიცერიდები, მეტაბოლური სინდრომი.

დიაგნოსტიკა: ობიექტური გასინჯვა, ღვიძლის ფერმენტები (შეიძლება იყოს მომატებული ან ნორმალური), ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის ბიოფსია.

ღვიძლის სტეატოზის მკურნალობა: ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა, ქოლესტეროლის და შაქრის დონის მოწესრიგება სისხლში, წონის კორექცია, დიეტა (ცხოველური ცხიმის და შაქრის შეზღუდვა).


http://www.healthline.com/health/fatty-liver