ღვიძლის გადიდება – ჰეპატომეგალია
ღვიძლის გადიდება შეიძლება გამოიწვიოს, როგორც თვითონ ღვიძლის დაავადებებმა, ასევე სხვა ორგანოს დაავადებებმა.
ღვიძლის გადიდებას, ჩვეულებრივ, თან ახლავს შემდეგი ჩივილები: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სისუსტე, კუნთების ტკივილი, გულისრევა, უმადობა და წონაში დაკლება, კანის გაყვითლება.
მიზეზი: ალკოჰოლური ღვიძლის დაავადება – სტეატოზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი და ციროზი, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება – ცხოვრების სტილთან დაკავშირებული მეტაბოლური დარღვევები, ვირუსული ჰეპატიტები, ღვიძლის სიმსივნე, ზოგიერთი ტიპის ლეიკემია, ლიმფომა და მრავლობითი მიელომა. გენეტიკური დაავადებები: ჰემოქრომატოზი, ვილსონის დაავადება.
გულის დაავადებები: ბად-კიარის სინდრომი, შეგუბებითი გულის უკმარისობა, ტრიკუსპიდური ან მიტრალური სარქვლის სტენოზი. ინტოქსიკაცია ქიმიური საშუალებებით.
ღვიძლის გადიდების რისკ-ფაქტორები: ალკოჰოლის ჭარბად მიღება, წამლები, ვიტამინები ან დანამატები.
http://www.mayoclinic.org/diseases-conditions