გოგრა საკმაოდ გავრცელებული მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია

24 May, 2022

გოგრა საკმაოდ გავრცელებული მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია. შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა: კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B. აღსანიშნავია, რომ სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გოგრას არამედ მის თესლსაც ,რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას,აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, ხელს უწყობს თმის ზრდას, ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე და აუმჯობესებს მხედველობას. აგრეთვე გოგრის თესლის ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვილი ბავშვებისთვის.